მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო პრაქტიკულ დავალებებს სთვაზობენ და ხშირად მიმართავენ „სწავლა კეთებით“ მეთოდს.
ამის ნათელი მაგალითი მე-6ბ კლასში ჩატარებული გაკვეთილია, რომელსაც პედაგოგი დარეჯან კუჭუხიძე ხელმძღვანელობდა და რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
მოსწავლეებმა იმუშავეს თემაზე - „ჯანსაღი კვება“, და ააგეს კვების პირამიდა.
სამუშაო პროცესში თითოეული მოსწავლე დიდი ინტერესითა და შემართებით იყო ჩართული, მათ მონდომებას უშედეგოდ არ ჩაუვლია და საბოლოოდ, საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციული რესურსი შექმნეს, რომელიც საკლასო ოთახში განათავსეს.
დღე ნაყოფიერი, ხალისიანი და შემეცნებითი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ