მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაბა ასპინძის საჯარო სკოლა აქტიურად ერთვება სხვადსხვა საგანმანათლებლო პროექტებსა თუ ინიციატივებში, რომლის ფარგლებშიც არაერთ საპატიო სტუმარს მასპინძლობს.
სკოლას 29 თებერვალს, როგორც გვეუბნებიან, „სამშობლოს სიყვარულით გულანთებული, პატრიოტული სულისკვეთებით გაჟღენთილი და მუხლჩაუხრელად მზრუნველი ადამიანები“ პუბლიცისტ-მკვლევარი, კუკური მეტრეველი და მისი აღზრდილი, ახალგაზრდა მკვლევარი, ისტორიკოსი გიორგი მაღრაძე სტუმრობდნენ.
აღნიშნული შეხვედრა გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის ეგიდით გამოცხადებული მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული მე-9ა კლასისა და მეცხრეკლასელთა მასწავლებლის - დიანა ბერიძის შემუშავებული პროექტის - „სული შთავბეროთ ჩვენს წარსულს“, ფარგლებში.
სკოლის დირექტორის - კლარა ზედგინიძისა და დირექტორის მოადგილის - ელდარ კლდიაშვილის მხარდაჭერით, შეხვედრა ძალზედ საინტერესოდ, მრავლისმომცველად და შინაარსიანად ჩატარდა.
მოსწავლეები დიდი ინტერესით ისმენდნენ ასპინძის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული კულტურული ძეგლების, ეკლესია-მონასტრების, უკვე ნაშთად ქცეული ადგილების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას.
ლექციის შემდეგ საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. თითოეულ კითხვას მომხსენებლები ამომწურავად პასუხობდნენ.
ღონისძიება სამომავლო თანამშრომლობის იმედითა და ახალი ინიციატივების გაჟღერებით დაგვირგვინდა.
„დასასრულს, თითოეული მონაწილე თუ მსმენელი სიამაყით აღვსილი და სამშობლოს სიყვარულით, ჩვენი კუთხის, ჩვენი წარსულის სიდიადით გაჟღენთილი სამადლობელი სიტყვებით, ახალი იდეების განხორციელების იმედით დაემშვიდობა ერთმანეთს“, - გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ