მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში იაზრებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება და თანამედროვე მეთოდების დანერგვა.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ: „თანამედროვე ბავშვებისთვის ინტერნეტი და კომპიუტერული მოწყობილობები ცხოვრების ბუნებრივი და განუყოფელი ნაწილია. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ინტერნეტუნარების გამომუშავება აუცილებელია მათი მომავალი წარმატებისთვის. აუცილებელია, მოსწავლეებს გამოვუმუშავოთ ინტერნეტის სწორად და უსაფრთხოდ გამოყენების უნარ-ჩვევები, გავხადოთ ისინი კარგი „ციფრული მოქალაქეები“.
სწორედ ამ მოტივით, სკოლის VIა (დამრიგებელი ია კინწურაშვილი) და VIბ (დამრიგებელი ნინო დგებუაძე) კლასებში, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელ თამარ ჩხენკელის ხელმძღვანელობით, განხორციელდა სასწავლო პროექტი - „ციფრული წიგნიერება“.
აღსანიშნავია, რომ პროექტი გულისხმობს კომუნიკაციას ციფრული სივრცეში და ამავე დროს საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვას. პროექტის მიზანი იყო: ფიზიკური და ვირტუალური გარემოს შორის არსებული მსგავსებისა და განსხვავების გააზრება. პირადი ანგარიშის მართვისას, კონფიდენციალობისა და უსაფრთხოების დაცვა; ინფორმაციული ეთიკის ნორმების გაცნობიერება; საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვა ციფრულ სივრცეში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი ნამუშევრები: პრეზენტაციები, პოსტერები, როგორც თაბახზე, ასევე ელექტრონული ვერსიები. ისაუბრეს სოციალურ პასუხისმგებლობაზე როგორც რეალურ, ასევე ვირტუალურ სამყაროში, თუ როგორ უნდა დაიცვან პირადი სივრცე და საკუთარი და სხვების უსაფრთხოება, უფლებები, არ დაივიწყეს მოვალეობებიც, ისაუბრეს ინფორმაციული ეთიკის ნორმებზე, ეტიკეტზე და „ნეტიკეტზე“, მოიყვანეს ბევრი მაგალითი.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სკოლის დერეფანში მოაწყობენ - „ციფრული უსაფრთხოების კუთხეს“.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ