მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ამჯერად, ინგლისური ენის მასწავლებლის - თეა ზოიძის ხელმძღვანელობით პროექტზე - „ხელოვნების გალერეა“ იმუშავეს. მოსწავლეებმა ცნობილი მხატვრებისა და მათი ნამუშევრების შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც შემდგომ ერთმანეთს გაუზიარეს. მათ საყვარელი მხატვრების ნახატები დახატეს და შექმნეს მცირე ზომის ნაშრომები - ესეები. პროექტის ფარგლებში მე-6 კლასელებმა ასევე ერთობლივად დაამზადეს საინტერესო პოსტერები.
აქტივობებში ბავშვები დიდი ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი. ეს დღე სახალისო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ