მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგ ელისო ჩიქოვანის მხარდაჭერითა და თაოსნობით, „სკოლა-ბიზნეს ფორუმში“ მონაწილეობდნენ.
ფორუმი, 21 თებერვალს ქუთაისში ჩატარდა, სადაც წარმოდგენილი იყო იმერეთის 15 სკოლის ბიზნესპროექტი, მათ შორის იყო გურამ ქარქაშაძის სახელობის ღვანკითის საჯარო სკოლა, პროექტით - „ხალი სიცოცხლე“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები ცდილობდნენ პირდაპირი კონტაქტი დაემყარებინათ ბიზნესის წარმომადგენლებთან და მოეპოვებინათ პროექტისთვის საჭირო დაფინანსება.
დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაცია ერთ თვეში გახდება ცნობილი.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ შედეგების მიუხედავად, უკვე ამაყები არიან, რადგან მოსწავლეთა ინიციატივამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
„ჩვენ დღეს ძალიან ამაყები და ბედნიერები ვართ რადგან ბევრი მოწონება დაიმსახურა და დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენმა პროექტმა, ზღვა ემოცია მოდიოდა სრულიად უცხო ადამიანებისგან.
ეს ჩვენთვის უკვე გამარჯვებაა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის მოადგილეს, გივი წაქაძეს, სამოქალაქო განათლების კლუბის ლიდერს, თეკლა ბუსკივაძეს, კლუბის აქტიურ წევრს გიგა ქარქაშაძეს და მათ წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ