მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეთა გუნდი ფრენბურთში, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე, კახეთის რეგიონული თამაშების მეორე ადგილის მფლობელი გახდა. გუნდის ხელმძღვანელი დავით ცერცვაძე გახლდათ, რომლის დახმარებით მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ კვლავ წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას გუნდის ხელმძღვანელს - დავით ცერცვაძესა და მის საამაყო ბიჭებს. კიდევ მრავალი მწვერვალი დაგეპყროთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ