TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში დედის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა
04-03-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები იმართება.

გამონაკლისი ამჯერადაც არ ყოფილა. სკოლაში, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები მონდომებით მონაწილეობდნენ.

„დღეს ჩვენთვის ყველაზე საყვარელი, ყველაზე ახლობელი ადამიანის - დედის დღეა. სიმბოლურია, რომ ეს ლამაზი დღესასწაული გაზაფხულის შემოსვლასთან ერთად აღინიშნება. ამ დღეს სიკეთის, სიყვარულის, სითბოსა და ზრუნვის ელფერი აქვს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პირველკლასელებმა კლასში, ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესო და შემოქმედებითი ნომრები წარადგინეს. მათ იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და ასე გამოხატეს საყვარელი დედების მიმართ სიყვარული.

სასკოლო საზოგადოება ყველას ულოცავს დედის დღეს და წარმატებას უსურვებს.

„გილოცავთ დედის დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და რაც ყველაზე მთავარია - შვილების კარგად ყოფნას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე დაუვიწყარი და ძალიან ემოციური იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პირველი თემა, რომელსაც ნანა ქიმერიძე ფართო აუდიტორიასთან შეეხება, ჰოსპიტალის დასუფთავება/დეზინფექციაა

 სპეციალურ შეთავაზებები ექნებათ ბაღის პერსონალს ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევების, ისე ექიმთა კონსულტაციის მიმართულებით.

 საპრეტენზიო განაცხადების მიღება დღეს, 9 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

სიახლეები
საზოგადოება