მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია როგორც საგანმანათლებლო, ისე საზეიმო ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება.
მოსიყვარულე და მზრუნველი პედაგოგები მოსწავლეებს გრძნობებისა და ემოციების გაზიარებას ასწავლიან. შესაბამისად, სკოლაში აქტიურად მიმდინარეობდა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
მე-5 კლასში მასწავლებელმა - მაიკო ბოლქვაძემ მოსწავლეებთან ერთად სპექტაკლი დადგა, რომელიც მოსწავლეებმა დედებს მიუძღვნეს. მე-4 კლასის მასწავლებელმა - ნაირა შუშანიძემ კი მოსწავლეები შემოქმედებით აქტივობებში ჩართო. ბავშვებმა დაამზადეს მისალოცი ბარათები და ყველაზე საყვარელი ადამიანების მიმართ სითბო და სიყვარული გამოხატეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ