შაუმიანის N1 სკოლის მოსწავლეებს წარმატებულმა კურსდამთავრებულმა საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ ინფორმაცია გააცნო
04-03-2024
დაკოპირებულია
-
+
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში მოსწვალეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. შედეგად კი, სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს.
მათგან ერთ-ერთი მილენა ადამიანია, რომელიც მშობლიურ სკოლას პროექტის - „თსუ დესპანი“ ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელჩის სტატუსით ეწვია.
მან თემატური შეხვედრა X, XI, XII კლასის მოსწავლეებთან გამართა. მოსწავლეებმა უნივერსიტეტის,სასწავლო პროგრამებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს, კითხვები დასვეს და ამ მხრივ, ცოდნა გაიღრმავეს.
საინტერესო შეხვედრისთვის სკოლაში კურსდამთავრებულს მადლობას უხდიან.
ცნობისთვის, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, „დესპანები“ მშობლიური სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან.