სიახლეები
სკოლები

თბილისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები ღონისძიებით გაიხსენეს 
05-03-2024
-
+


თბილისის N37 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, საკუთარი ქვეყნის წარსულის, ეროვნული ღირებულებების სწვლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

23 თებერვალს, თბილისის N37 საჯარო სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები - დათო ტაბახმელაშვილი და ევგენია ჩიტიაშვილი მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. მათ წარმოადგინეს ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული ღონისძიება სკოლაში ყოველ წელს ტარდება და ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებული მტკივნეული და მნიშვნელოვანი მოვლენების გახსენება.

„როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა „ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ აქტივობების მიზანიც სწორედ ის არის, რომ არასდროს დავივიწყოთ ჩვენი წარსული, რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყო. 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

 სპეციალურ შეთავაზებები ექნებათ ბაღის პერსონალს ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევების, ისე ექიმთა კონსულტაციის მიმართულებით.

 საპრეტენზიო განაცხადების მიღება დღეს, 9 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება

KIU-ს ახალი სამაგისტრო პროგრამა ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM) - სწავლის, კარიერული ზრდისა და დასაქმების ახალი შესაძლებლობა

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს - ცნობარი განახლდა ! 

„ჩვენმა კურსდამთავრებულმა მარიამ სოფრომაძემ კი აუღებელი ციხესიმაგრის აღება შეძლო და 70 ქულიდან - 70 ქულა აიღო“ 

პიროვნება
სკოლები
სპექტაკლის სცენარის ავტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ მჭედლიძე გახლავ

„სკოლა ულოცავს ამ დიდ წარმატებას გიორგის და კონკურსში მონაწილე საესტრადო სტუდიას“

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სიახლეები
საზოგადოება