„ლამაზად შვილის აღმზრდელი, დედა მიცნია ღმერთადა!“- სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში ლიტერატურული კომპოზიცია გაიმართა
04-03-2024
დაკოპირებულია
-
+
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო და აქტივობებით დატვირთული ღონისძიება მოეწყო.
ლიტერატურული კომპოზიცია - „ლამაზად შვილის აღმზრდელი, დედა მიცნია ღმერთადა!“, დედის დღეს მიეძღვნა. ის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ვარდო ხოზრევანიძესთან ერთად გამართეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დედებს ეს დღე მიულოცეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მოსწავლეებმა დედისადმი პატივისცემა და სიყვარული ლექსებით, ჩანახატებითა და პრეზენტაციებით გამოხატეს. ღონისძიებაზე გამოიკვეთა აზრი, რომ დედა სიცოცხლის წყაროა, გულწრფელი, უანგარო სიყვარულისა და სიხარულის გამზიარებელი.
„ეს არის სასწაული, რომლის შეცნობასაც ჩვენ დაბადებიდანვე ვიწყებთ. სიმბოლურია, რომ დედის დღე გაზაფხულის დასაწყისშია, ორივე სოცოცხლის საწყისია. დედის ალერსიან და თბილ ხელებს ყველაფერი შეუძლია, ხოლო მის ერთგულ გულში კი სიყვარული არასდროს არ ქრება. ის არის საუკეთესო მრჩეველი და მეგობარი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის მოუსმენს და დაეხმარება შვილს, ვისი გულისთვისაც ყველაფრისთვის მზად არის“,- ამბობენ სკოლაში.