მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის შესაბამისად აღინიშნება.
ამჯერად, ღონისძიება დედის დღეს მიეძღვნა. სკოლის დირექტორმა - რუბენ ვარდანიანმა ეს დღე მშობლებსა და პედაგოგებს მიულოცა. აქტივობა დაწყებითი კლასის ხელმძღვანელებმა და მოსწავლეებმაც მოაწყვეს. აღსაზრდელებმა იმღერეს, იცეკვეს და ლექსები როგორც ქართულ, ისე სომხურ ენებზე წაიკითხეს.
მოსწავლეებმა საყვარელ დედებს, სიმბოლურად, ვარდები აჩუქეს. აღსანიშნავია, რომ საზეიმოდ იყო მორთული სასკოლო სივრცეც, რაც სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
მოსწავლეებმა მშობლების გახარება შეძლეს.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ