მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს, 4 მარტს, აბიტურიენტების, მაგისტრანტობისა და გრანტის მოპოვების მსურველებისთვის რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 4 აპრილის 18 საათამდე გაგრძელდება.
რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა და ვის შეუძლია ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა? - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, ნინო წერეთელი რეგისტრაციისას, ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებზე ამახვილებს ყურადღებას:
„დღეს დაიწყო რეგისტრაცია ერთიან ეროვნულ, სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებზე... თითოეულ აპლიკანტს ვუსურვებ წარმატებას... გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაცია 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება და მნიშვნელოვანია, ქალაქი, სადაც გსურთ გამოცდების ჩაბარება, სწორად მიუთითოთ“.
ცენტრის დირექტორმა ყურადღება გაამახვილა, რომ ამ თარიღის შემდეგ რეგისტრაციას ვეღარავინ გაივლის: „20 წელია ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები და ამ მხრივ არასოდეს ყოფილა გამონაკლისი, ყველა უნდა იყოს თანაბარ პირობებში“;
ნინო წერეთელმა ასევე აღნიშნა, რომ რეგისტრაციის მეორე ეტაპი 15 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება და ამ პერიოდში აბიტურიენტებს ექნებათ საშუალება, შეცვალონ ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალი.
„ყველას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა მონაწილეობა ეროვნულ გამოცდებში, მათ შორის, მე-11 კლასის მოსწავლეებსაც, თუმცა უმაღლეს სასწავლებელში მხოლოდ ისინი ჩაირიცხებიან, ვისაც დამთავრებული აქვს 12 კლასი და გააჩნია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი“, - დასძინა ცენტრის დირექტორმა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო - როგორ უნდა ჩარიცხოთ საგნის თანხა და რა უნდა გაითვალისწინოთ
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ