სიახლეები
სკოლები

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
05-03-2024
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ეთმობა არაფორმალურ განათლებას და მოსწავლეებისთვის საინტერესო ინიციატივების შეთავაზებას. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სწავლა-სწავლების პროცესში სავალდებულო საგაკვეთილო აქტივობების გარდა, აუცილებელია არაფორმალური განათლება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეთა ასაკობრივ ინტერესებს, მათ შესაძლებლობებს . 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში გრძელდება აქტივობები, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას, ინტელექტუალური დონის ამაღლებას.

ამჯერად, VIII კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის კონსტანტინე გოშხეთელიანის ხელმძღვანელობით, დიდი ინტერესით ჩაერთნენ ვიქტორინა-კონკურსში - „ვინ უკეთ“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სააზროვნო კითხვები, როლური გათამაშება, კროსვორდების შევსება - ეს ის დავალებები იყო, რომლებიც მოსწავლეებმა წინასწარ მოიფიქრეს და მოამზადეს.

კონკურსის შედეგები სამართლიანად შეაფასეს ჟიურის წევრებმა. საბოლოოდ კი, ვიქტორინა-კონკურსში გამარჯვება წილად ხვდათ I ჯგუფის მოსწავლეებს.

აღსანიშნავია, რომ აქტივობის ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დოდო ქათამაძე. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

 სპეციალურ შეთავაზებები ექნებათ ბაღის პერსონალს ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევების, ისე ექიმთა კონსულტაციის მიმართულებით.

 საპრეტენზიო განაცხადების მიღება დღეს, 9 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება

KIU-ს ახალი სამაგისტრო პროგრამა ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM) - სწავლის, კარიერული ზრდისა და დასაქმების ახალი შესაძლებლობა

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს - ცნობარი განახლდა ! 

„ჩვენმა კურსდამთავრებულმა მარიამ სოფრომაძემ კი აუღებელი ციხესიმაგრის აღება შეძლო და 70 ქულიდან - 70 ქულა აიღო“ 

პიროვნება
სკოლები
სპექტაკლის სცენარის ავტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ მჭედლიძე გახლავ

„სკოლა ულოცავს ამ დიდ წარმატებას გიორგის და კონკურსში მონაწილე საესტრადო სტუდიას“

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სიახლეები
საზოგადოება