მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში, საინტერესო ღონისძიება - „ვინ იყო ნიკო ნიკოლაძე?“, გაიმართა.
ღონისძიება 29 თებერვალს ჩატარდა და ის საინტერესო სიტყვით გახსნა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ქეთევან ნადირაძემ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, საინტერესოდ ისაუბრეს და შემეცნებითი პრეზენტაციები წარმოადგინეს VII, VIII-IX კლასის მოსწავლეებმა, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ V, VI კლასის მოსწავლეები.
ბავშვებმა, თემის ირგვლივ საინტერესო შეკითხვები დასვეს და მომხსენებლებისგან კომპეტენტური და ამომწურავი პასუხები მიიღეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კმაყოფილები დარჩნენ როგორც მონაწილე, ასევე დამსწრე მოსწვალეები.
„რაც მთავარია გაიგეს ვინ იყო ნიკო ნიკოლაძე - კაცი, რომელმაც იცოდა „სიტყვა საქმიანი“, - ასე აღნიშნავენ სკოლაში და აფასებენ ღონისძიების წარმატებას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ