მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ არაერთი შთამბეჭდავი, მათ შორის მუსიკალური ნომერი შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. ღონისძიება ქართულ და ინგლისურ ენებზე წარიმართა.
მუსიკალური წარმოდგენები, მხატვრულად წაკითხული ლექსები და ემიციური მილოცვები საყვარელ დედებს - ასეთი იყო დაუვიწყარი ღონისძიება უბისის საჯარო სკოლაში, რომელმაც დადებითი ემოციებით აავსო მოსწავლეები და დამსწრე საზოგადოება.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ემოციებისა და თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოხატვის საშუალება ჰქონდეთ.
მოსწავლეთა ინგლისური ენის მასწავლებელი ნათია ჭუმბაძე გახლავთ. ღონისძიება კი მუსიკალურად პედაგოგმა მარინე ფერაძემ გააფორმა.
სკოლაში მოსწავლე-მასწავლებლებს შთამბეჭდავი ღონისძიებისთვის მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ