სიახლეები
სიახლეები

რა იციან ბავშვებმა 26 მაისზე?
26-05-2018
-
+


რუსთაველის გამზირზე ატეხილი ჟრიამული დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება... 

ყველაზე მეტად ბავშვები ხარობენ და დიდი მონდომებით ცდილობენ, შეუერთდნენ ეროვნულ დღესასწაულს... 

Etaloni.ge დაინტერესდა, რა ემოციებს იწვევს 26 მაისი ბავშვებში და რა იციან მათ საქართველოს დამოუკიდებლობაზე: 

მათე, ლუკა და დემეტრე აღლუმისთვის განსაკუთრებულას გამოეწყვნენ. ჯარისკაცებისა და პოლიციის ფორმაში. ამბობენ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობას აღნიშვნასთან ერთად დაცვა სჭირდება და სწორედ საქართველოს სადარაჯოზე უნდა იდგნენ, რომ გაიზრდებიან. 

14 წლის სალის 26 მაისის რუსთაველზე აღნიშვნა ტრადიციად ექცა: 

„წლებია, 26 მაისს რუსთაველზე ვხვდები. დღეს განსაკუთრებული თარიღია - 100 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან და მიხარია, რომ იუბილეს მეც ვუერთდები. მრავალი საინტერესო შემეცნებით - გასართობი ღონისძიების მოწყობით, ვფიქრობ, უფრო ხელშესახები ხდება დღევანდელი დღის მნიშვნელობა.“ 

9 წლის საბასთვის 26 მაისი ჯართან და ტანკებთან ასოცირდება: 

„ყველაზე მეტად ჯარისკაცებთან შეხვედრა მახარებს. მომწონს, სხვადასხვა ღონისძიება და სპორტული შეჯიბრებები რომ ტარდება.“  

11 წლის ანას მშობლები აღუმზე პატარაობიდან ატარებდნენ, დღეს მეგობრებთან ერთადაა მოსული და უხარია, სამშობლოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს რომ აღნიშნავს. მისთვის 26 მაისი თავისუფლებასთან და ზეიმთან ასოცირდება.

8 წლის საბამ იცის, რომ დამოუკიდებლობის აქტს 1918 წლის 26 მაისს მოეწერა ხელი. ახლა ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში დადის და ისტორიულ კადრებს ათვალიერებს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება