არაშენდის საჯარო სკოლის ფრენბურთელ მოსწავლეთა გუნდმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში ღირსეულად იასპარეზა
05-03-2024
დაკოპირებულია
-
+
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრებით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ. შედეგად კი, ისინი არაერთ თემატურ ღონისძიებაში ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეები, ფრენბურთში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ. მათი კონკურენტი ლაგოდეხის საჯარო სკოლა იყო. არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს და მეორე ადგილი დაიკავეს.
გუნდის შემადგებლობაში იყვნენ: სალომე მამისაშვილი (გუნდის კაპიტანი), ლიზი ბაწელაშვილი, სოფო მედულაშვილი, ანი მედულაშვილი, ანანო ლურჯიძე, ანანო მამისაშვილი, ელენე არსენაშვილი, ნინი მარიხოშვილი და ნინი ჩომახაშვილი. მათი მასწავლებლები და მწვრთნელები არიან - ზაზა კვეზერელი და ანზორ მოსულიშვილი
„მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის დირექციას და მის პედაგოგებს ამ საოცარი ბავშვების ხელშეწყობისათვის. ასევე, კიდევ ერთხელ ვულოცავთ ბავშვებს ამ დიდ წარმატებას. მადლობა, ჩვენი გახარებისათვის და ჩვენი სოფლის წარჩმოჩენისათვის. გვეამაყებით, ბავშვებო“,- ამბობენ სკოლაში.