„დილით, ადრიანად სკოლაში მისულებს გაზაფხულის სუნი ეზოში შესვლისთანავე გვეცა“ - სორმონის საჯარო სკოლის მოსწავლის დაუვიწყარი საჩუქარი პედაგოგებს
05-03-2024
დაკოპირებულია
-
+
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგებს დიდ პატივს სცემან და მათ შრომას აფასებენ.
ამის მაგალითია ისიც, რომ ერთ-ერთმა მოსწავლემ მასწავლებლებს გაზაფხულის დადგომა და დედის დღე საკუთარი ხელით დაკრეფილი ყვავილებით მიულოცა. ამ საქციელით კი თითოეული პედაგოგი ძალიან გაახარა.
ისინი მოსწავლეს, სიყვარულისთვის, ყურადღებისა და დაფასებისთვის, დიდ მადლობას უხდიან.
„დილით, ადრიანად სკოლაში მოსულებს გაზაფხულის სუნი ეზოში შესვლისთანავე გვეცა. სკოლის შენობაში შესულებმა კი ლამაზი ხის მოწნული კალათი შევამჩნიეთ, სავსე თაიგულებით. იქვე იყო ჩვენი ლამაზი ცისფერთვალება ლიზიც, რომელმაც ყველა პედაგოგს თავისივე „მოტეხილი“ ხელით დაკრეფილი და გაკეთებული თაიგულები მოგვართვა და მოგვილოცა გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე. მადლობა ლიზის სიყვარულისთვის, ყურადღებისა და დაფასებისთვის. სორმონის საჯარო სკოლა ყველას გილოცავთ გაზაფხულის შემობრძანებასა და ქალთა დღესასწაულებს“,- ამბობენ სკოლაში.