სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის გუნდი ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებულია
05-03-2024
-
+


მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შრომისმოყვარე მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც პროექტებსა და კონკურსებში აქტიურად ერთვებიან. 

ამჯერად, მოსწავლეთა გუნდი ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“ მონაწილეობდა. ის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში, მუნიციპალიტეტის 10 სკოლას შორის გაიმართა. 

წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შესაძლებლობები და ცოდნა გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს, შედეგად კი პირველი ადგილი დაიკავეს. მათ „ბროლის ბუ“ გადაეცათ. სასკოლო საზოგადოება მათი მიღწევით ამაყობს, ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მერის გენადი ბალანჩივაძის ინიციატივითა და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში წყალტუბოში ამიერიდან მერიის გამორჩეული თანამშრომლის, წყალტუბოში „რა? სად? როდის? თამაშის დამფუძნებლისა და პირველი თაობის წარმომადგენლის, ზურაბ მურვანიძის სახელობის იქნება. ღონისძიება მიჰყავდა გიორგი ქორიძეს. გამარჯვებულ გუნდს „ბროლის ბუ“ ზურაბ მურვანიძის მეუღლემ - თეა ჭუმბურიძემ გადასცა.

ინტელექტუალური თამაშები, სკოლებს შორის, ყოველწლიურად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ტარდება.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი

 მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება