მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა. პედაგოგები მათ მრავალფეროვან აქტივობებსა და სახალისო ღონისძიებებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის 1-ელ კლასში დედის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები ჩატარდა. კლასში, როგორც გვიყვებიან, დიდი ფუსფუსი შეიმჩნეოდა. მათი მიზანი ხელნაკეთი „დედაენის“ შექმნა გახლდათ.
„ანბანის ასოების შესწავლის შემდეგ ჩვენი იდეა სისრულეში მოვიყვანეთ. პირველკლასელებმა საკუთარი „ფავორიტი“ ასო-ბგერები შეარჩიეს, გააფერადეს და გამოჭრეს“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეებმა ასო-ბგერებს ასევე გაფერადებული ნახატები შეუსაბამეს და საკუთარი ხელით სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს წიგნის თითოეულ გვერდზე ლექსებისა თუ ანდაზების სახით.
ბავშვების ამ სახალისო აქტივობას, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მშობლებიც დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ. გამზადებული მასალები აპლიკაციის სახით მათ ფურცლებზე გადაიტანეს. წიგნს ერთად შეურჩიეს თავფურცელიც.
ამ დღეს ბავშვები სკოლის მე-9 კლასელმა, ნინი ლომთაძემ საჩუქრით გაახარა. მან, პატარებს საჩუქრად გადასცა საკუთარი ნამუშევარი, რომელმაც მათ შექმნილ დედაენაში საპატიო ადგილი დაიკავა.
წიგნის ბოლო გვერდზე კი, ბავშვებმა საკუთარი ხელწერაც დატოვეს, როგორც წიგნის თანაავტორებმა.
ეს დღე მოსწავლეთათვის ერთ-ერთ დაუვიწყარ მოგონებად იქცა.
„უსაზღვრო იყო პირველკლასელების აღფრთოვანება, როცა წიგნმა საბოლოო სახე მიიღო. ეს დღე მათი ცხოვრების მნიშვნელოვან დღედ იქცა, სადაც დიდი ასოებით ჩაიწერა „დედა ენა“. მადლობა ჩემს მერცხლებს, ჩემს პატარა შემოქმედებს და მათ მშობლებს ამ ჩართულობისა და მონდომებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ