ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში აქტიური, ნიჭიერი და მიზანდასახული მოსწალეები სწავლობენ, რომლებიც სხვადასხვა აქტივობასა თუ ღონისძიებაში მონაწილეობენ. ამჯერად, სკოლის კლუბ „ბიოტექნოს“ წევრები „ითვინინგ“ პლატფორმაზე განსახორციელებელ საერთაშორისო პროექტში - „მიეცით ხელი ჩვენს სამყაროს“ ჩაერთნენ. აღნიშნული პროექტის ავტორი თურქი პედაგოგი - სულე ჩელიკი. ხოლო თანაავტორი კლუბის ხელმძღვანელი პედაგოგი ხათუნი ასანიძეა.
გაიმართა ონლაინ შეხვედრა, სადაც პროექტის განხორციელების გზები დაიგეგმა და შესასრულებელი სახალისო აქტივობები გაიწერა. კლუბის წევრმა მოსწავლეებმა პრეზენტაცია ნიკო კეცხოველის შესახებ მოამზადეს და სასკოლოს სივრცეში წარადგინეს. მათ „ბუნების ქომაგ“ ადამიანზე მეტი შეიტყვეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შედგა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაც, სადაც თებერვლის თვის აქტივობები იყო წარმოდგენილი და მომდევნო თვის აქტივობები დაიგეგმა.
„პროექტი ფართო მასშტაბით ხორციელდება სკოლებში და გასახარია, რომ საქართველოს 21 საჯარო სკოლაა ჩართული, რუმინელ და თურქ კოლეგებთან ერთად. ვისაუბრეთ გლობალურ პრობლემებზე - ჰაერისა და წყლის დაბინძურება, გლობალური დათბობა, მჟავა წვიმები, ტყისა და ბიომრავალფეროვნების შემცირება - იმ პრობლემათა მცირე ჩამონათვალზე, რომელთა წინაშეც დღესდღეობით დედამიწა დგას. ჩვენს პლანეტაზე ზრუნვა ხომ თითოეული ადამიანის ვალდებულებაა. პროექტში ჩართულმა სკოლებმა მოამზადეს ჩვენი პრეზენტაციები საცხოვრებელი ადგილების შესახებ, სადაც აღვწერეთ ჩვენი მხარის ღირსშესანიშნავი ადგილები და ავტვირთეთ პროექტის შესაბამის გვერდებზე, რათა უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი. პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა წარადგინეს საკუთარი თავი გაცნობის მიზნით და თქვეს, რა მოლოდინები აქვთ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები და პრეზენტაციები ბმულზე:
პრეზენტაციაპრეზენტაცია