მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კერძო სკოლა „ანაბასისში“ გარდა ხარისხიანი სასწავლო პროცესის წარმართვისა დიდი დრო ეთმობა შემოქმედებით ინიციატივებს, რომელიც არა მარტო დიდი ინტერესს იწვევს მოსწავლეებში, არამედ მათ მნიშვნელოვან და საჭირო უნარებს უვითარებს.
ამჯერად, მეორეკლასელებმა და კლასის ხელმძღვანელმა მარიამ ჭულუხაძემ მოსწავლეთა დედები და მასწავლებლები „თხრობის თეატრში“ მიიწვიეს. საინტერესო ინიციატივა დედის დღეს მიეძღვნა.
მოსწავლეებმა „კამიშიბაი“ - იაპონური ქუჩის თეატრის ელემენტები სკოლის სააქტო დარბაზში გადმოიტანეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ თეატრალური წარმოდგენა სამ თემას მოიცავდა: გაზაფხული, წვიმის წვეთები და დედობრივი სიყვარულის ძალა. მოსწავლეებმა დავით ჯავახიშვილის მოთხრობა - „წვიმის წვეთები“ , გოდერძი ჩოხელის - „რატომ ტიროდა დედაჩემი“ და „ენძელა“ წაიკითხეს, გაიაზრეს, შექმნეს ნახატები, რომელი ნახატებიც მაყურებლის წინაშე გამოიტანეს და მოთხრობებში აღწერილი ამბები ინტონაციებით, მხატვრულად წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები მაყურებლებს ნახატებით ესაუბრნენ წვიმის წვეთების თავგადასავალზე, გაზაფხულის მოსვლაზე, მზის სიყვარულზე, ენძელაზე, დათვის ბელების სკოლაში სტუმრობაზე, გულთეთრა დათვზე, დედაშვილობაზე, დედის ერთ ცრემლზე, რომელიც სამყაროზე უფრო მძიმეა და გათენებაზე უფრო ნათელი.
აღსანიშნავია, რომ თეატრალური წარმოდგენა დაამშვენა მუსიკალურმა ნომრებმა და სიურპრიზებმა, რომელიც მოსწავლეებმა თავიანთ დედიკოებს, მამების დახმარებით მიუძღვნეს.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ „თხრობის თეატრი“, მოსწავლეებს უვითარებს წიგნიერების უნარებს, ეხმარება ბავშვებს ტექსტის გააზრებაში, უყალიბებს მათ პოზოტიურ განწყობასა და დამოკიდებულებას წიგნების, ტექსტების მიმართ, ავითარებს შემოქმედებითობასა და კრეატიულობას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ