მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში წარმატებით მუშაობს ბერძნული ენის შემსწავლელი წრე, რომელსაც უძღვება პედაგოგი ნინო ძნელაძე. პედაგოგი მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება.
მოსწავლეებს უკვე აქვთ გარკვეული წარმატებები. ამჯერად, სკოლა მე-12 კლასის მოსწავლე მარიამ ბოლქვაძის მიღწევის შესახებ ინფორმაციას გვიზიარებს.
მეთორმეტეკლასელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მხარდაჭერით, საქართველოში საბერძნეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ მოსწავლეთა კონკურსში - „ბერძნული ენის საერთაშორისო დღე“ მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება
მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.
რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ