მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თავიანთი ემოციებისა თუ შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას შეძლებენ.
შესაბამისად, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა 3 მარტი - დედის დღე.
დედებისადმი უდიდესი პატივისცემა და უსაზღვრო სიყვარული გამოხატეს მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობებით.
კლასის დამრიგებლებმა სადამრიგებლო საათები მიუძღვნეს დედის დღეს. მოსწავლეებმა გააკეთეს პოსტერები, დაამზადეს მისალოცი ბარათები და სასაჩუქრე ყვავილების თაიგულები დედებისთვის.
თავიანთი შექმნილი ნამუშევრები მოსწავლეებმა დედებს დიდი სიამოვნებით უსახსოვრეს და კიდევ ერთხელ მიულოცეს 3 მარტი, მათ ბედნიერი დედობა უსურვეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ