მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, სკოლაში, პედაგოგთა ხელმძღვანელობით საინტერესო გარემოსდაცვითი აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა - მარინე ჯუგაშვილმა მე-7 კლასში პროექტი - „გარემოს დაცვა ჩვენი ვალია“ განახორციელა. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოაწყვეს.
აქტივობაში ისინი დიდი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით მონაწილეობდნენ. ამ დღეს მათ კიდევ ერთხელ გააანალიზეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა.
ეს დღე საინტერესო, ნაყოფიერი და ინფორმაციული იყო მოსწავლეთათვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება
მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.
რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ