მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და თაოსნობით, ქართული მუსიკის დღე გაიმართა.
ღონისძიებაში, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო ვიქტორინა-კონკურსს, მეორე ნაწილი კი - თანამედროვე ქართულ მუსიკას.
მოსწავლეთა თვითმმართველობამ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოიწვია ახალგაზრდა მუსიკოსებისგან შექმნილი ბენდი - „ალუზია“. აღსანიშნავია, რომ ბენდი დაახლოებით ერთი წელია, რაც ჩამოყალიბდა. ისინი ხშირად უკრავენ რუსთავში არსებულ კაფე-ბარში - „პროფესიო“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მიუხედავად იმისა, რომ ბენდის წევრებს სარეპეტიციო სივრცე არ აქვთ, მაინც მაქსიმალურად ცდილობენ მსმენელს საინტერესო რეპერტუარი შესთავაზონ. ამჯერად კი, სკოლის მოსწავლეებს აჩუქეს დაუვიწყარი დღე.
სკოლაში მადლობას უხდიან მათ და მომავალში შემოქმედებით წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება
მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.
რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ