სიახლეები
სიახლეები

აბიტურიენტებო! - სასურველი ფაკულტეტებისა და პროგრამების არჩევამდე ეს ინფორმაცია უნდა იცოდეთ
06-03-2024
-
+


ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო. მართალია, აბიტურიენტებს შეზღუდულნი არ არიან სასურველი საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანში, თუმცა აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გაითვალისინონ იქამდე სანამ პრიორიტეტულ სიას შეავსებენ.

სარეგისტრაციო განაცხადის შევსებისას აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს:

  • აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით);
  • აკრედიტაციის ვადები;
  • გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
  • მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი (კოეფიციენტების მინიჭებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამისათვის მეტად თუ ნაკლებად პრიორიტეტულ საგამოცდო საგნებს, საკონკურსო ქულები სწორედ კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება);
  • საგანთა პრიორიტეტი (საგანთა პრიორიტეტის გათვალისწინება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი აბიტურიენტი დააგროვებს ერთნაირ საკონკურსო ქულას საგანმანათლებლო პროგრამისათვის გამოყოფილი ადგილების მიჯნაზე).
მაგალითად: კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არის ოცი ადგილი. ცხადია, სწავლის გაგრძელების უფლება უნდა მოიპოვოს საუკეთესო შედეგის მქონე ოცმა აბიტურიენტმა, მაგრამ მე-20 პოზიციაზე აღმოჩნდა ორი ზუსტად ერთნაირი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტი. ამ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება მას, ვისაც უფრო მაღალი შეფასება ექნება საგანმანათლებლო პროგრამის მიერ
მინიჭებულ პრიორიტეტული საგნის გამოცდაში. 

შეგახსენებთ! აბიტურიენტს შეუძლია არაერთხელ შეცვალოს საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე ყველა საგნობრივი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე. იგი თავისი პირადი ნომრისა და პაროლის (ხუთნიშნა კოდი) მითითებით შედის საკუთარ გვერდზე, შეაქვს სასურველი ცვლილებები და ინახავს ინფორმაციას.ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტი საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალს ვეღარ შეცვლის!

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ფიზიკაში ევროპის ოლიმპიადას (EuPhO 2024) წელს საქართველო მასპინძლობს

დამატებით ანაზღაურებას ბაღებში დასაქმებული  3 100 თანამშრომელი მიიღებს

ქიმიის საგამოცდო ტესტები გამოქვეყნდა - NAEC

მასწავლებლების საყურადრებოდ - სამოქალაქო განათლების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

ავტორიზაციის საბჭო 18 სკოლის საკითხს განიხილავს

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N74 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ჯარმელიშვილი პასუხობს
სკოლები

ფარის საჯარო სკოლის დირექტორი გულო ვიბლიანი ერთადერთ კურსდამთავრებულს ეროვნულ გამოცდებზე გულშემატკივრობს

აღსანიშნავია, მეოთხე კლასის გამოსაშვები საღამო

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება