მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ამ გამოწვევის გამკლავებაში პედაგოგებს ძალიან გამოადგებათ ის სტრატეგიები, რაზეც ტომლინსონის, ჰოლის და ლოურენს-ბრაუნის მოდელებშია საუბარი.
დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ამ გამოწვევის გამკლავებაში პედაგოგებს ძალიან გამოადგებათ ის სტრატეგიები, რაზეც ტომლინსონის, ჰოლის და ლოურენს-ბრაუნის მოდელებშია საუბარი.
დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტია სასწავლო გაჩერებები -მასწავლებელი საკლასო ოთახში აწყობს ფუნქციურ სივრცეებს - გაჩერებებს და მოსწავლეებისთვის თითოეულ გაჩერებაზე ათავსებს სხვადასხვა დავალებებს და უთითებს დროს, რამდენი ხანი შეიძლება გაჩერდნენ ამ გაჩერებაზე.
შესაბამის საგანში მიმდინარე თემაზე მასწავლებლის მიერ შერჩეული სავარჯიშოები, რომლებიც დალაგებულია მარტივიდან რთულისკენ, განთავსებულია 1,2,3,4 გაჩერებებზე.
სასწავლო გაჩერებების გამოყენებისას მასწავლებელმა მუდმივად უნდა აწარმოოს დაკვირვება - როგორ მუშაობენ მოსწავლეები გაჩერებებზე. თუ შეატყობს, რომ მოსწავლეებს სჭირდებათ დახმარება, მასწავლებელმა დამხმარე კითხვების გამოყენებით უნდა გაუიოლოს მოსწავლეებს მუშაობის პროცესი, რათა მათ თავი გაართვან ამ გაჩერებაზე მოცემული დავალების შესრულებას. ყველა დავალება ამა თუ იმ გაჩერებისთვის შერჩეული სასწავლო მიზნის მიღწევისთვისაა საჭირო და კონკრეტული კლასის მოსწავლეთა შესაძლებლობებზეა გათვლილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება
საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ