სიახლეები
სიახლეები, სკოლები, სამასწავლებლო

ქალი-დირექტორები მოსწავლეობის დროინდელ 8 მარტს იხსენებენ - რა შეიცვალა მათთვის წლების შემდეგ
07-03-2024
-
+


8 მარტი - ქალთა დღე, დღესასწაული, სკოლებში განსაკუთრებულად აღინიშნება, ეწყობა შთამბეჭდავი ღონისძიებები, მოსწავლეები დედებისა და ქალბატონი პედაგოგების გახარებას ცდილობენ, ამზადებენ მისალოც ბარათებს, ყვავილებს და სიყვარულით უძღვნიან მათ. თუმცა საინტერესოა, როგორ აღინიშნებოდა ეს დღე წლების წინ, მაშინ, როცა სკოლის ხელმძღვანელები თავად იყვნენ მოსწავლეები? - რესპონდენტებად ქალი-დირექტორები შევარჩიეთ, რათა პირადად მიგველოცა 8 მარტი და ისიც გაგვეგო, რა შეიცვალა მათთვის დროსთან ერთად. მარტივად რომ ვთქვათ, Etaloni.ge-მ  სკოლის დირექტორები ბავშვობაში ამოგზაურა. 

ია მეფარიშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის ტობანიერის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი მოსწავლეობის დროს, ეს დღე ყოველთვის დიდი ჟრიამულით აღინიშნებოდა, სასკოლო სივრცეში ეწყობოდა საოცრად ლამაზი ღონისძიებები. დამრიგებლები ეპატიჟებოდნენ ჩვენს მშობლებს და საზეიმოდ ვულოცავდით დედიკოებს გაზაფხულის დღესასწაულს. საკუთარი ხელით ვამზადებდით მისალოც ბარათებს, ლამაზ თაიგულებს და ვცდილობდით მათთვის ეს დღე დაუვიწყარი გაგვეხადა.

დღესაც ასეა... ქალთა დღე და ასევე, 3 მარტი ჩვენს სკოლაში ზარ-ზეიმით აღინიშნება, ეწყობა შთამბეჭდავი ღონისძიებები, რომლებსაც დამრიგებლები ხელმძღვანელობენ. ღონისძიებებისთვის გამოყოფილ სივრცეს ყვავილებით, ფერადი ბუშტებით და კედლის გაზეთებით რთავენ, ხან კლასებს ვაერთიანებთ და ერთ გრანდიოზულ ღონისძიებას ვაწყობთ... უკვე ტრადიციულად, სკოლაში გაზაფხულს, 3 და 8 მარტს მრავალფეროვან კვირეულს ვუძღვნით. 

სოფიო კუბლაშვილი, ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის მუხრანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი: 

8 მარტი ნამდვილად გამორჩეული დღესასწაული იყო ჩემს ბავშვობაში, მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის მისალოც ბარათებს ვამზადებდით და რაც შეიძლება მეტ სითბოს გავცემდით. ქალთა დღე ნამდვილად საზეიმო დღესასწაული იყო ჩვენთვის. დღესაც ასევე ვზეიმობთ ამ დღეს სკოლაში, მოსწავლეები და მასწავლებლები მრავალფეროვან ღონისძიებებს მართავენ. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი დღესასწაულების აღნიშვნა - ეს მოსწავლეებში პატივისცემის გრძნობას ბადებს, ასწავლის მათ სიყვარულის გამოხატვას და ეჩვევიან, რომ არსებობს დღესასწაულები, როცა ერთმანეთს უბრალოდ უნდა ჩავეხუტოთ და მივულოცოთ. ყველა ქალს ვულოცავ 8 მარტს და გაზაფხულივით სილამაზეს ვუსურვებ. 

მარინე დემეტრაშვილი, თბილისის N107 საჯარო სკოლის დირექტორი: 

ბავშვობაში მეც ისევე, როგორც ალბათ ყველა ჩემი ასაკის ადამიანი, დიდი სიხარულით აღვნიშნავდი, კლასში ტრადიცია გვქონდა: 23 თებერვალს ჩვენ ვჩუქნიდით ბიჭებს საჩუქრებს, 8 მარტს კი მათგან ველოდით და ასეც ხდებოდა, მერხებზე გვახვედრებდნენ... ეს იყო დიდი სიხარული. ახლაც ჩვენს სკოლაში ამ დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები ეძღვნება, ამჯერად, მასშტაბურ პროექტში ვმონაწილეობთ, სადაც ჩვენი სკოლის მუსიკის ორი მასწავლებელი, ვიოლინოსა და ფორტეპიანოზე ორ ნომერს შეასრულებს. 

თამარ წიკლაური, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კოჭბანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ალბათ, ყველა ბავშვი საზეიმოდ აღნიშნავდა ამ დღეს, მათ შორის მეც მაბედნიერებდა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალის, დედის და საყვარელი პედაგოგების გახარება. მოსწავლეები ვამზადებდით მისალოც ბარათებს, ვკრავდით თაიგულებს და დიდი სიყვარულით ვუძღვნიდით მათ. აქტიურად ვმართავდით მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ღონისძიებებს. ჩემს სკოლაშიც ახლაც ასეა, ტრადიციულად ვზეიმობთ 8 მარტს, განსაკუთრებით მოწადინებულები კი დაწყებითი კლასებია, რომლებიც საოცრად გვანებივრებენ შთამბეჭდავი სანახაობით. მართალია ვისვენებთ 8 რიცხვში, თუმცა ან წინასწარ ან მომდევნო დღეებში, ყოველთვის ვზეიმობთ დღესასწაულს. 

ეკა ჩაბაიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სიონის საჯარო სკოლის დირექტორი:

ბავშვობაში კლასის დამრიგებელი ღონისძიებას გვატარებინებდა ამ დღესთან დაკავშირებით. დედებსა და ქალბატონ პედაგოგებს მისალოცი ბარათებითა და ლამაზი თაიგულებით ვულოცავდით ამ დღეს, ასევე ჩვენი ხელით ვუმზადებდით საჩუქრებს, რაც მათ განსაკუთრებით ახარებდათ. ახლაც, სკოლაში დამრიგებლები შემოქმედებით აქტივობებში რთავენ მოსწავლეებს, ერთად ამზადებენ მრავალფეროვან დეკორაციებს, საჩუქრებს, მისალოც ბარათებს და ა.შ. 

მოსწავლეები მსგავსი ღონისძიებებით ეჩვევიან დღესასწაულების აღნიშვნას, ისინი მეტად იაზრებენ, რომ არიან შვილები, ჰყავთ დედები, რომლებიც იმსახურებენ დედის დღისა და ქალთა დღის განსაკუთრებულად მილოცვას, მათგან სითბოსა და სიყვარულის მიღებას. 

ნაილი ადეიშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის ყუმურის საჯარო სკოლის დირექტორი: 

ჩემი მოსწავლეობისას, 8 მარტის აღნიშვნას ისეთი ყურადღება არ ეთმობოდა, როგოც დღეს. მიხარია, რომ ახლა ამ დღეს შთამბეჭდავი ღონისძიებებით ზეიმობენ. ჩემს დროსაც აღვნიშნავდით, მაგრამ არც ისე მასშტაბური ხასიათი ჰქონდა ამას. ახლა, ჩვენს სკოლაში საოცარი ჟრიამულია გაზაფხულის დღესასწაულებზე. მოსწავლეები და პედაგოგები შემოქმედებით ღონისძიებებს მართავენ, მშობლებს იწვევენ და ერთად, დიდი სიამოვნებითა და ხალისით ზეიმობენ ამ დღეს. 

ლალი წულაია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იანეულის საჯარო სკოლის დირექტორი: 

ბავშვები გაზაფხულის ყვავილებს ვკრეფდით, თაიგულებს ვკრავდით და მასწავლებლებს ვუგზავნიდით, თუ ცოცხალი ყვავილები არ გვქონდა ვხატავდით და ვჭრიდით. სკოლაში, ლექსებითა და სიმღერებით გაჯერებულ, ულამაზეს ღონისძიებებს ვმართავდით, ეს წარმოდგენები დღემდე შთამბეჭდავ მოგონებებად არის დალექილი ჩემს მეხსიერებაში. ახლა ჩვენს სკოლაში, 3 და 8 მარტთან დაკავშირებით, ღონისძიებას - „ვიმღეროთ ერთად!“, ვმართავთ, რომელშიც მოსწავლეები და პედაგოგები დიდი სიამოვნებით არიან ჩართულნი. 

ინგა ტატიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის საჯარო სკოლის დირექტორი: 

8 მარტს, ყვავილებს მივართმევდით ქალბატონ პედაგოგებს, მათთვის საჩუქრებს ვამზადებდით და ვცდილობდით, რომ  დასამახსოვრებელ დღესასწაულად გვექცია. ჩვენს სკოლაში ეს დღე კვლავ შემოქმედებითი ღონისძიებებით აღინიშნება, მოსწავლეები ხელნაწერებს ამზადებენ, მრავალფეროვან მისალოცებს ქმნიან და პედაგოგებთან ერთად ზეიმობენ. ვფიქრობ, რომ არაფორმალური განათლება ძალიან მნიშვნელოვანი, მსგავსი ღონისძიებებით კი მოსწავლეები გარდა იმისა, რომ განწყობას იმაღლებენ, ივითარებენ მნიშვნელოვან შემოქმედებით უნარებს და აზიარებენ თავიანთ ემოციებს. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებმა ანგარიშები უნდა წარადგინონ - კიდევ რა საკითხებს განიხილავს საბჭო

600 ლარს ერთჯერადად ეს ოჯახები მიიღებენ - ცვლილება ბიუჯეტში

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

სკოლის მართვა - რა უნდა იყოს საგანმანათლებლო ლიდერის ძირითადი საზრუნავი

განათლების სამინისტროსა და მისი სსიპ-ების საპროტესტი განცხადება: „ერთგულნი ვრჩებით საქართველოს  ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“

პიროვნება

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

„ჩემი მოტივაციაა მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება, მეგობრული თანამშრომლობა, სიკეთის კეთება“ 

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“

სკოლები

გარდა ამისა, მათ იცეკვეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს 

აღსანიშნავია, მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს 



სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობს და მათ წარმატებებს უსურვებს მომავალში 

სკოლაში მასწავლებელს - მაკა კალანდაძეს ამ შესაძლებლობისთვის მადლობას უხდიან 

საინტერესო

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

სიახლეები
საზოგადოება