მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად სკოლაში არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა იმართება.
ახლახან, სკოლაში დირექტორის - ლელა სიჭინავას მხარდაჭერით გამწვანების აქცია მოეწყო. ბიოლოგიის მასწავლებლის - ლალი კარტოზიას ხელმძღვანელობით, აქციაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ეკოკლუბ „მწვანე ერთობის“ წევრები, მშობლები და მასწავლებლები.
„თითოეულმა მათგანმა თავისი წვლილი შეიტანა სკოლის ეზოს გამწვანებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აქტივობის მეშვეობით ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და მოფრთხილება.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება
მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.
რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ