მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ბავშვები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და დედებსა და მასწავლებლებს დაუვიწყარი წუთები აჩუქეს.
ზეიმი დაიწყო „სლაიდებით“, სადაც წარმოდგენილი იყო დედებისა და შვილების ფოტოსურათები, რამაც მშობლებს განსაკუთრებული ემოცია მოჰგვარა. პატარებმა დედიკოებს აჩუქეს იები/ფურუსულები, ასევე შეასრულეს სიმღერები, ცეკვები, მინი-სპექტაკლები გაითამაშეს და მხატვრულად წაიკითხეს ლექსები.
მოსწავლეებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და მშობლებს სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს.
აღსანიშნავია, რომ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭის და უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ სპეციალური საბჭო იმსჯელებს
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ