მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მიზანდასახული და მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც საკუთარ აზრს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თავისუფლად აფიქსირებენ. მათი კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე პედგოგები ზრუნავენ, რომლებიც მათ მოსაზრებებს ყოველთვის ითვალისწინებენ.
ამჯერად, ისინი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის რუბრიკაში „მომავალი“ მონაწილეობდნენ. მათ ჟურნალისტ ნათია ორველაშვილის კითხვებს უპასუხეს და მასთან ერთად იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას სკოლა გვიზიარებს.
მოსწავლეებმა ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა ოკუპაცია, სოციალურ ქსელებში გამოთქმული კრიტიკა, რის გარშემო შეიძლება ერი გაერთიანდეს. მათ ყურადღება ევროკავშირსა და ევროპულ ღირებულებებზეც გაამახვილეს.
„ევროკავშირი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის გზაა, თუმცა, ჩემი აზრით, სანამ საქართველოში შიდადაპირისპირება არ მორჩება, ვერაფერი გვიშველის“,- თქვა ერთ-ერთმა მათგანმა. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის საზოგადოების ერთიანობაა საჭირო, სხვა ყველაფერი ფუჭი იქნება.
გარდა ამისა, ყურადღება საგანმანათლებლო სფეროზეც გამახვილდა, მოსწავლეებმა იმსჯელეს, რა არის ერთი მთავარი ცვლილება, რაც სასკოლო განათლებაშია საჭირო. „ჩემი აზრით, ნიშნები აღარ უნდა იწერებოდეს, რადგან ეს ფაქტორი ბავშვზეც და მშობლებზეც მოქმედებს. მოსწავლე, რომელიც კარგად სწავლობს, ნიშნების სისტემითაც ისწავლის და მის გარეშეც“,- ასეთი აზრი ერთ-ერთმა მოსწავლემ დააფიქსირა.
ასევე, აღნიშნეს, რომ სკოლში გარდა საგნებისა, ისეთი საკითხებიც უნდა ისწავლებლოდეს, რაც მოსწავლეებს რეალურად აინტერესებთ. ყურადღების მიღმა არც სკოლაში კვების საკითხი დარჩენილა. ერთ-ერთმა მოსწავლემ აღნიშნა, რომ სკოლაში სასადილო აუცილებლად უნდა იყოს.
იხილეთ სიუჟეტი ბმულზე