სიახლეები
სკოლები

„რეზო და ბავშვები“ - ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
06-03-2024
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები და ღონისძიებები იმართება, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეებმა, პედაგოგ ხატია ბარამიძის ხელმძღვანელობით პროექტი „რეზო და ბავშვები“ განახორციელეს და როგორც აღნიშნავენ, რევაზ ინანიშვილის სამოთხეში იმოგზაურეს.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ავტორის რჩეული მოთხრობები და მოაწყვეს წაკითხული ტექსტების საჯარო განხილვა.

მათ საინტერესოდ იმსჯელეს, მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს. აქტივობებში ისინი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

„თუ სამოთხე ბედნიერი წუთებია, თუ სამოთხე ბავშვობაში დაბრუნებაა, მაშინ ლიტერატურული სამოთხე რეზო ინანიშვილის პროზა ყოფილა, სადაც ბედნიერი ღიმილით დარბიან უბოროტო და მარადიული ბავშვები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი პროექტები მოსწავლეებს საჭირო ცოდნასა და უნარებს სძენს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები
KIU-ს ახალი სამაგისტრო პროგრამა ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM) - სწავლის, კარიერული ზრდისა და დასაქმების ახალი შესაძლებლობა

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს - ცნობარი განახლდა ! 

„ჩვენმა კურსდამთავრებულმა მარიამ სოფრომაძემ კი აუღებელი ციხესიმაგრის აღება შეძლო და 70 ქულიდან - 70 ქულა აიღო“ 

პიროვნება
სკოლები
სპექტაკლის სცენარის ავტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ მჭედლიძე გახლავ

„სკოლა ულოცავს ამ დიდ წარმატებას გიორგის და კონკურსში მონაწილე საესტრადო სტუდიას“

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სიახლეები
საზოგადოება