სიახლეები
სკოლები

„დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო“​ - კოხტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი ღონისძიება
06-03-2024
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის მზრუნველი პედაგოგები მოსწავლეებს გრძნობებისა და ემოციების გამოხატვას ასწავლიან. 

5 მარტს, კოხტის საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში, ჩატარდა გაზაფხულის პირველი და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო“.

მოსწავლეებმა ლექსებით, სიტყვებითა და სიმღერებით, მიულოცეს მშობლებსა და მასწავლებლებს დედის დღე და ასევე, გაზაფხულის შემობრძანება. 

ღონისძიებაზე გაიმართა ვიდეოკოლაჟების ჩვენება, სადაც მოსწავლეები დედებს მათ დღესასწაულს დიდი სიყვარულით ულოცავდნენ. 

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა მშობლებს გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები და საცეკვაოდაც გაიწვიეს ისინი.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ინდირა ხოზრევანიძე, ლილი შავაძე, გურანდა ბოლქვაძე და რევაზ მარგიანი, რომლებიც მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

   

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები
KIU-ს ახალი სამაგისტრო პროგრამა ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM) - სწავლის, კარიერული ზრდისა და დასაქმების ახალი შესაძლებლობა

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს - ცნობარი განახლდა ! 

„ჩვენმა კურსდამთავრებულმა მარიამ სოფრომაძემ კი აუღებელი ციხესიმაგრის აღება შეძლო და 70 ქულიდან - 70 ქულა აიღო“ 

პიროვნება
სკოლები
სპექტაკლის სცენარის ავტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ მჭედლიძე გახლავ

„სკოლა ულოცავს ამ დიდ წარმატებას გიორგის და კონკურსში მონაწილე საესტრადო სტუდიას“

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სიახლეები
საზოგადოება