სიახლეები
სკოლები

ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ მოსწავლეებმა დედის დღეს ამაღელვებელი ღონისძიება მიუძღვნეს
06-03-2024
-
+


ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას, მოტივაციის, განწყობის ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას. სწორედ ამიტომ, პედაგოგები აქტიურად და დიდი მონდომებით ცდილობენ, მოსწავლეებს ისეთი შემოქმედებითად დატვირთული აქტივობები შესთავაზონ, რომლებშიც ენთუზიაზმით ჩაერთვებიან.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაული - 3 მარტი განსაკუთრებულად აღინიშნა. ამ დღის აღნიშვნას მთელი სასკოლო საზოგადოება შეუერთდა, მათ შორის იყვნენ I და II კლასების მოსწავლეები. მათ დედებს 3 მარტი ლექსებით, სიმღერებით, მისალოცი ბარათებითა და საჩუქრებით მიულოცეს.

ბავშვების წარმოთქმულ ლექსებში, სიმღერებში მკვეთრად იყო გამოხატული სითბო, სიყვარული, პატივისცემა და დაფასება საყვარელი დედების მიმართ. მოსწავლეებმა ამ დღეს, კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, თუ რა ადგილი უკავიათ მათ ცხოვრებაში დედებს და უანგარო სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადეს.

სკოლაში, ამ დღესთან დაკავშირებით ასევე მიიწვიეს მშობლები, რომელთა მონაწილეობითაც საინტერესო, სახალისო აქტივობები გაიმართა. მათმა ასეთმა ჩართულობა ბავშვებს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

ეს დღე ძალიან ემოციური, დაუვიწყარი, სიყვარულით აღსავსე და შთამბეჭდავი აღმოჩნდა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისა და მშობლებისთვის. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს წარმოაჩენს და განავითარებს, რაზეც სასკოლო საზოგადოება მუდმივად ზრუნავს.

იხილეთ ვიდეო:




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ სპეციალური საბჭო იმსჯელებს

საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია

თითოეულ სკოლაში გაცდენილი საათები ანაზღაურდება - განათლების მინისტრის განმარტება

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

სიახლეები
საზოგადოება