მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ. სწორედ ამიტომ, ისინი ბავშვებს საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მე-2, მე-3 და მე-6 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვებმა ღონისძიებაზე იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს, თეატრალური ნომრები წარადგინეს და ასე მიულოცეს დედებს 3 მარტი.

მათ კიდევ ერთხელ გააანალიზებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დედებს მათ ცხოვრებაში და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.

ეს დღე ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენის მასწავლებელი ნონა რაზმაძე.

იხილეთ ფოტოები: