მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში გრძელდება აქტივობები, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ინტელექტუალური დონის ამაღლებას. აღნიშნული მიზნით, VI ა კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ლოლა ტოფაძე) დიდი ინტერესით ჩაერთნენ ვიქტორინა-კონკურსში - „ვინ უკეთ“.
სააზროვნო კითხვები, როლური გათამაშება, კროსვორდების შევსება - ეს ის დავალებები იყო, რომლებიც მოსწავლეებმა წინასწარ მოიფიქრეს და მოამზადეს.
კონკურსის შედეგები სამართლიანად შეაფასეს ჟიურის წევრებმა. აქტივობის ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დოდო ქათამაძე.
ვიქტორინა-კონკურსში - „ვინ უკეთ“ გამარჯვება წილად ხვდათ I ჯგუფის მოსწავლეებს.
„აღნიშნული აქტივობის მიზანია არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლებში, რომელიც სწავლა-სწავლების პროცესში სავალდებულო საგაკვეთილო აქტივობების გარდა, აუცილებელი სასიცოცხლო პროცესია. ის უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეთა ასაკობრივ ინტერესებს, მათ შესაძლებლობებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ სპეციალური საბჭო იმსჯელებს
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ