მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ მათი ხელმძღვანელობითა და ბავშვების აქტიური მონაწილეობით, სკოლაში საინტერესო ღონისძიებები იმართება.
გაზაფხულის პირველი დღესასწაული - 3 მარტი I ა კლასის მოსწავლეებმა საზეიმო გარემოში აღნიშნეს. ეს დღე პირველკლასელებმა, პედაგოგ თამარ ვერულიძის ხელმძღვანელობით, საყვარელ დედებს ორიგინალურად მიულოცეს. მათ ღია ცის ქვეშ ღონისძიება გამართეს, სადაც ლექსები სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს.
მოსწავლეებმა დედებს გაწეული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და თბილი სიტყვებით გაახარეს.
ეს დღე ემოციური და დაუვიწყარი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
„სიმამაცეა შვილის გაჩენა, მაგრამ დედობა გმირობას ნიშნავს“, -დედა ყველაზე ძვირფასი ადამიანია ჩვენს ცხოვრებაში ამიტომ დედები ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებენ“, - აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებსაც ამ ღირებულებებზე ზრდიან.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ სპეციალური საბჭო იმსჯელებს
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ