მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019 წლის იანვრის თვეში გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრება იქნება. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლია კოვზიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მშობლებს, ბავშვების გაცდენების შემთხვევაში, ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა არ დასჭირდებათ.
„ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, იანვრის თვეში სააღმზრდელო პროცესზე დასწრება თავისუფალია. იანვარში გაცდენილი დღეებისთვის ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა არ არის საჭირო“, - აცხადებს ლია კოვზიაშვილი. ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.
15 იანვრამდე თავისუფალი დასწრებაა გამოცხადებული რუსთავის ბაგა-ბაღებშიც.
რაც შეეხება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგების გახანგრძლივებას, როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღმზრდელობითი პროცესი ჩვეულებრივ 14 იანვრიდან განახლდება.
ასევე იხილეთ: რუსთავის საბავშვო ბაღებში 6 490 აღსაზრდელიდან 249 ბავშვი გამოცხადდა - მიზეზი სავარაუდოდ გრიპის ვირუსია
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც