სიახლეები
სიახლეები

პედაგოგები და ექსპერტები კრედიტქულების გაუქმებას ეთანხმებიან, თუმცა კითხვები აქვთ
24-01-2019
-
+


მასწავლებლებისთვის განკუთვნილი კრედიტქულების სისტემის გაუქმებას პედაგოგების და განათლების სფეროს სპეციალისტების ნაწილი დადებითად აფასებენ, თუმცა, ამბობენ, რომ ალტერნატიული სისტემა ისევ სტატუსებზე დამოკიდებული არ უნდა იყოს.

როგორც etaloni.ge-სთან საუბრისას განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია აცხადებს, ქულათა დაგროვების სისტემის შეცვლა აუცილებელი იყო, რადგან თავის მიზნებს ვერ პასუხობდა. მისივე თქმით, „სტატუსების სისტემა“ არ აჩვენებს სკოლებში არსებულ რეალურ სიტუაციას და მასწავლებელთა კომპეტენციას.

„მგონია, რომ აუცილებელი იყო ქულების დაგროვების სიტემის არსებული მოდელის შეცვლა, რადგან ეს თავის მიზნებს ვერ პასუხობდა და ვერ ეხმარებოდა მასწავლებლებს განვითარებაში. პირიქით, ქმნიდა უსაშველო ბიუროკრატიას და მთელ ამ პროცესს ფორმალურს ხდიდა, რადგან პედაგოგები დოკუმენტაციის შევსებაზე უფრო იყვნენ ორიენტირებული, ვიდრე პრაქტიკის შეცვლაზე. ამიტომ ვფიქრობ, კარგია რომ ეს სისტემა გაუქმდა, თუმცა სხვა საკითხია რით უნდა ჩანაცვლდეს?! 

არ ვფიქრობ, რომ ალტერნატიული სისტემა უნდა იყოს - ისევ სტატუსები, რომელიც უბრალოდ სხვა მექანიზმით განისაზღვრება. ვფიქრობ, „სტატუსების სისტემა“ არ აჩვენებს სკოლებში არსებულ რეალურ სიტუაციას და მასწავლებელთა კომპეტენციას. ამას სჯობს, იყოს სახელფასო კატეგორია, სადაც მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სხვადასხვა კრიტერიუმით: მისი ფუნქციით, გამოცდილებით, სტაჟით და ა.შ. თავისთავად, ეს სტატუსი არაფერს ნიშნავს, ერთადერთი რასაც ეს სტატუსი ამბობს არის ის, რომ მან შეასრულა ის დავალებები, რომელიც სახელმწიფომ დაავალა“, - განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.

განათლების სპეციალისტის, თამარ მოსიაშვილის შეფასებით, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში განსახორციელებელი ცვლილებები უნდა ემსახურებოდეს სკოლაში პროფესიონალი კადრების მოზიდვას.

„შეუძლებელია გვქონდეს კარგი სკოლები პროფესიონალი მასწავლებლების გარეშე. ამ ეტაპზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაჟღერებულ ინიციატივაში არ ჩანს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა ორიენტირებულია სკოლებში პროფესიონალი მასწავლებლების ზრდაზე.

კრედიტების გაუქმება/არ გაუქმების საკითხთან დაკავშირებით, როგორც მე გავიგე, უქმდება კრედიტების სისტემა, რჩება მასწავლებლის 4 კატეგორია და კრედიტების სისტემა გამოცდების სისტემით ჩანაცვლდება - მე არ მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ადვილი პროცესი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი სქემა ბევრ ბიუროკრატიულ პროცესს მოიცავს და მასწავლებლებს ბევრი დოკუმენტების შევსება უწევთ, მიმაჩნია, რომ ცოტა ბუნდოვანია და უცნაურიც გამოცდებით სხვადასხვა სახის აქტივობების ჩანაცვლება“, - აცხადებს მოსიაშვილი.

დაგეგმილი ცვლილებებით მასწავლებელთა უმეტესობა მოხარულია, თუმცა ნაწილი ხარვეზებს ხედავს.

პირველი კლასიკური გიმნაზიის პედაგოგი მამუკა ნაცვალაძე: „სქემის წარმოდგენილ ვარიანტში ძალიან მომწონს გამოცდის იდეა. მომწონს, რომ პედაგოგს საშუალება ექნება გამოცდით დაადასტუროს კომპეტენცია. ეს ცალსახად დადებითი მოვლენაა და პირადად მე პირველივე შესაძლებლობისთანავე გამოვიყენებ. თუმცა, ძალიან არ მომწონს და კატეგორიულად მიუღებელია გარდამავალი პერიოდის ვადა. მასწავლებლებს, რომლებსაც წინა სქემის მოთხოვნის შესაბამისად თავად შეეძლოთ საკუთარი კარიერული წინსვლის დაგეგმვა ახლა მიზერული არაგონივრული დრო - მხოლოდ 4 თვე განესაზღვრა, რაც უამრავ კითხვას ბადებს.

მაინტერესებს, რატომ ჩქარობს სამინისტრო, თუ მაინცდამაინც აუცილებელია სქემის უსწრაფესი ტემპით დასრულება, მაშინ უნდა მივიღოთ ამომწურავი პასუხი კითხვაზე: ერთ დროს უნაკლოდ შერაცხული სქემა, რომელის განხორციელებაზე მილიონობით ლარი დაიხარჯა, რატომ გახდა მიუღებელი და სასწრაფოდ დასასრულებელი?! ეს კითხვები ობიექტურად ჩნდება და სამინისტრომ მკაფიო და ამომწურავი პასუხი უნდა გასცეს. რატომ არის აუცილებელი გარდამავალი პერიოდის მიზერული მხოლოდ 4-თვიანი ვადა და რა დაშავდება თუ ეს ვადა განისაზღვრება უფრო გონივრული ვადით“.

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა:  „მე თავად მენტორი მასწავლებელი ვარ და მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. რადგან კრედიტების დაგროვების პროცესში, რატომღაც მგონია, რომ კადრს მიღმა გვრჩებოდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - მოსწავლე. მასწავლებელი მთლიანად იყო დამოკიდებული კრედიტების დაგროვების სისტემაზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ რომ გამოცდა არის ძალიან კარგი საშუალება, რომ მასწავლებელმა აიმაღლოს სტატუსი. ეს გადაწყვეტილება დადებითად აისახება ყველაფერზე“.  

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 18 იანვარს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ კრედიტქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება, სტატუსის მოსაპოვებლად კი მასწავლებლები კრედიტქულების დაგროვების ნაცვლად, გამოცდას ჩააბარებენ.  

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა მასწავლებელთა სქემის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენა 1-ელ თებერვალს იგეგმება.

ასევე იხილეთ: მასწავლებლების კრედიტქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება


„პედაგოგის ხელფასი 1 500 ლარიდან დაიწყება“- მიხეილ ბატიაშვილი

ბერიკა შუკაკიძე: „ტრენინგის წარმატებით დაძლევა საკმარისი იქნება, რომ მასწავლებელმა სტატუსი შეინარჩუნოს“

მიხეილ ბატიაშვილი: „აუცილებელია მასწავლებლის პროფესიაში ახალი კადრების მოზიდვა“

როდემდე არის ძალაში მასწავლებელთა მოქმედი პროფესიული განვითარების სქემა - ბერიკა შუკაკიძე დეტალებზე

დაუდასტურებელი ინფორმაციით, პედაგოგებს კოლეგები დოკუმენტების მომზადებაში ეხმარებოდნენ და გასამრჯელოსაც იღებდნენ - ბერიკა შუკაკიძე


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებისა და მანდატურების საყურადღებოდ - მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა

ბაღების მომსახურებით 200 ბავშვი ვერ სარგებლობს - ბიუჯეტი

 მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

ოქროს და ვერცხლისმედალოსანი მოსწავლეები 300-150 ლარს მიიღებენ - რა დოკუმენტებია საჭირო 

კარგად თუ კარგათ// ალბათ თუ ალბად.. - ნამდვილად იცით, ამ სიტყვების სწორი ფორმები?

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება