მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
''გაიცანით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ვახტანგ ჩაჩხიანი! ის 2016-2017 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატის ''ეტალონის'' გამარჯვებულია. ვახტანგი მცირეკონტიგენტიანი სკოლის მოსწავლეა, მაგრამ სოფლის პატარა სკოლის წარმატებულ პედაგოგებს ''საქართველოს ეტალონი მოსწავლის'' აღზრდა არ გასჭირვებიათ, '' - ასე ეხმიანება ალექსანდრე ჯეჯელავა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ინტლექტ-ჩემპიონატში ვახტანგ ჩაჩხიანის გამარჯვებას.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ცაგერში 2 ივლისს იმყოფებოდა. მან ''საქართველოს ეტალონ მოსწავლეს'' პირადად მიულოცა ''ეტალონში'' მიღწეული წარმატება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატის საზეიმო ფინალი 24 ივნისს ბათუმში გაიმართა. მასში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისა და თბილისის 10 გამგეობის 83 ''ეტალონი-მოსწავლე'' მონაწილეობდა. ისინი ერთმანეთს ''საქართველოს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მოსაპოვებლად ეჯიბრებოდნენ.
რეკორდულად ყველაზე მცირე დროში - 72,01 წამში, ყველაზე მეტი სწორი პასუხის დაფიქსირება ლაილაშის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ვახტანგ ჩაჩხიანმა შეძლო და ''2016-2017 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულსაც დაეუფლა. ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებულს 10 000 ლარიანი ფულადი ჯიდლო და 1000 ლარიანი კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიის ვაუჩერი გადაეცა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.