მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლაში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს სპეციალური პედაგოგი, რომელიც კარგად იცნობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა აღზრდის, განვითარების, განათლებისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის საკითხებს.
სპეციალური მასწავლებელი საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთან, დამრიგებელთან, სხვა სპეციალისტებთან და მშობლებთან/მეურვესთან ერთად მონაწილეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელებაში, ხოლო სპეციალიზირებულ სკოლებში სსსმ მოსწავლეთა სწავლა/განვითარება მთლიანად დამოკიდებულია სპეციალურ მასწავლებელზე.
დაკისრებული მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის მიუხედავად, სპეციალურ მასწავლებლებს არ აქვთ მასწავლებლის სტატუსი. ისინი გამოთიშულნი არიან მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას, შესაბამისად, არ აქვთ საშუალება იყვნენ ორიენტირებულები პროფესიულ განვითარებაზე და ამასთან, შრომითი ანაზღაურების ზრდის პერსპექტივაც არ არსებობს. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მათი შრომითი ანაზღაურება 280 ლარით განისაზღვრება.
Etaloni.ge დაინტერესდა აქვთ თუ არა სპეციალურ მასწავლებლებს, დამრიგებლობის უფლება? როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს, სპეციალურ მასწავლებელს ამის უფლება არ აქვს.
''სპეციალურ მასწავლებელს, რომელიც სხვა საგანს არ ასწავლის (გარდა ინკლუზიური სწავლებისა), ამის უფლება არ აქვს. თუ სპეციალური მასწავლებელი სკოლაში არის მასწავლებლის სტატუსის მქონე, ანუ სხვა საგანსაც ასწავლის, აქვს პედაგოგის საათები, ამ შემთხვევაში მას მიეცემა უფლება, რომ იყოს კლასის დამრიგებელი,'' - აღნიშნეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალური მასწავლებელი?
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა