სიახლეები
ინტერვიუ

ემიგრანტი დედა შვილზე განხორციელებული ბულინგის გამო სამშობლოში დაბრუნდა
28-02-2018
-
+


ქუთაისელი ქალბატონი, პროფესიით ჟურნალისტი, ლელა თოლორდავა იტალიაში გადაიხვეწა – შვილებს საარსებოდ და განათლების მისაღებად ბევრად მეტი სჭირდებოდათ, ვიდრე საქართველოში შეეძლო ეშოვა. მოხუცის მომვლელად გამწესებული ქალი მალე მიხვდა, რომ  შვილების გარეშე ვერ გაძლებდა. გამოსავლის ძებნა დაიწყო და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს ღია წერილი მისწერა.

მიხეილ ჩხენკელმა ლელა თოლორდავას ხელფასი არა, მაგრამ დრო კი დაუთმო და იტალიაში მყოფს დაურეკა. შეპირდა, რომ წერილში დასმულ ყველა ფაქტს შეისწავლიდა და ეტაპობრივად შესაბამის ზომებს მიიღებდა. 

ლელა თოლორდავა ამბობს, რომ ამ ღია წერილის გამო მის შვილს, ლილე მინდელს, რომელიც ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა, პრობლემები შეექმნა, რამაც აიძულა იტალიიდან სამშობლოში სასწრაფოდ დაბრუნებულიყო. 
სამშობლოში ჩამოსული მინისტრსაც ესტუმრა და ახლა მიაჩნია, რომ მან და მინისტრმა ერთად დიდი საქმეც გააკეთეს.

„მე და ბატონმა მინისტრმა დიდი საქმე გავაკეთეთ ერთად. საატესტატო გამოცდები გამარტივდა – 15 მარტივ შეკითხვას ვინც გასცემს პასუხს, ავტომატურად ჩაეთვლება საატესტატო გამოცდა ჩაბარებულად, ქულები აღარ იწერება. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილების მიღებაში ლომის წილი მიმიძღვის. ეს მოცემულობა რომ ყოფილიყო მაშინ, როცა მე იტალიაში წასვლა გადავწყვიტე, აღარ წავიდოდი. ჩემი შვილი ამ საგნებში უკვე აღარ ემზადება. სკოლებში ბევრი რამ არის შესაცვლელი - სახელმძღვანელოები, პედაგოგები გადასამზადებელი... ახლა როგორი სწავლაც აქვთ სკოლებში, იმის მიხედვით უნდა ხდებოდეს გამოცდების ჩაბარებაც. ვისაც ოქროს მედალი უნდა, ყველა საგანში ემზადება, რადგან სკოლაში არ ასწავლიან კარგად და ვერ ჩააბარებს. ზუსტად ამიტომ წავედი მეც იტალიაში, თორემ ჩემი ლილე ბარიერს მოუმზადებლადაც გადალახავდა,“ - აღნიშნავს ლელა თოლორდავა.

- თქვენმა ღია წერილმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ეს საკითხი ყველას აწუხებს, მაგრამ ხმას არავინ იღებდა? 

- დიახ, ასეა. სოციალურ ქსელში როგორც კი გამოვაქვეყნე ეს ღია წერილი, 40 წუთში 700 გაზიარება ჰქონდა, რაც ძალიან დიდი რეიტინგია. საბოლოო ჯამში 3600 გაზიარება აქვს. თითქმის ყველა ინტერნეტსაიტმა დაბეჭდა... ეს პრობლემა დიდი ხანია დგას ქვეყანაში, მაგრამ ღიად არავინ საუბრობდა. ახლა კი უამრავი მშობელი ალაპარაკდა.

- თქვენი აზრით, რატომ ვერ იძლევა სკოლა ისეთ განათლებას, რომ მომზადების გარეშე, საატესტატო თუ ეროვნული გამოცდები ჩააბაროს ბავშვმა, სად არის პრობლემა?

- პირველ რიგში, სახელმძღვანელოების პრობლემაა. ისეა არეული საგნები, მაგალითად, რომ აიღებ ფიზიკის თუ ქიმიის წიგნს, იქ ყველაფერზეა ლაპარაკი, მაგრამ ძირითად საგანს შეიძლება სადღაც რამდენიმე ფრაზაში მოკრა თვალი. ისეა არეული, რეპეტიტორის გარეშე ვერ გაერკვევა ბავშვი. მასწავლებლებია გადასამზადებელი. ზოგი პედაგოგიც ვერ იგებს, ახალ წიგნში რა წერია, რადგან მას სხვაგვარად აქვს ნასწავლი. ბევრმა ასაკოვანმა პედაგოგმა ინტერნეტის მოხმარებაც კი არ იცის. არადა, მოსაძიებელია ინფორმაციები, ახალი ტექნოლოგიის ეპოქაა... მინისტრმა მითხრა, რომ სახელმძღვანელოების შეცვლაზე მუშაობა უკვე დაიწყეს. დაგეგმილია პედაგოგების გადამზადება, ფსიქოლოგების სკოლაში შეყვანა და ა.შ. გეგმები დიდი აქვს ჩვენს მინისტრს. ამდენი ცვლილება, რაც ახლა სკოლებში მიმდინარეობს, არც ერთ სხვა მინისტრს არ გაუტარებია. სკოლებში ძალიან დიდი კორუფციაა. ნიშნების გამო რას არ კადრულობს მშობელი თუ მასწავლებელი... იმედია, ამასაც მოევლება.

- სოციალურ ქსელში წერდით, რომ ამ ღია წერილის გამო თქვენს შვილს პრობლემები შეექმნა, რის გამოც სასწრაფოდ ჩამოხვედით იტალიიდან...

- დიახ, ლილეს დაეძაბა ურთიერთობა კლასელებთან და პედაგოგებთან. მასწავლებლები ღიად არ ჩანდნენ, მაგრამ აშკარა იყო იმ ბავშვების აგრესია და ბულინგი ლილეს მიმართ, რომლებიც იმ სკოლის პედაგოგებთან ემზადებიან. ზურგს უკან რაღაცებს აგონებდნენ. მეც მწერდნენ, არ გეშინია, შენს შვილს რომ რამე დაემართოსო. ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ გონივრული ეჭვი მაქვს, რომ პედაგოგები ბავშვებს ჯაშუშებად იყენებდნენ. სერიოზულად შემეშინდა. ვიფიქრე, რადგან ამდენი გაბედეს, ეს ხალხი ყველაფერზეა წამსვლელი–მეთქი. ვიფიქრე, ჩავალ და მასწავლებლებისგან მოვითხოვ, რომ ასწავლონ და მათ ბავშვის კერძოდ მომზადებაში ფულს აღარ გადავუხდი-მეთქი! ერთმა მასწავლებელმა იცით რა მითხრა? არავინ რომ არ ემზადებოდა ჩემთან, რადგან ეს საგანი საატესტატო გამოცდებში არ იყო შესული, ღამის 4 საათზე ვდგებოდი, ფუნთუშებს ვაცხობდი და სამასწავლებლოში რომ შემოვდიოდი, ვანილის სუნი ამდიოდაო. ვუპასუხე, იმის გამო, რომ თქვენ ჩვენი შვილები მოამზადოთ და ფული გადაგიხადოთ, ჩვენ, დედები გადავიხვეწეთ საზღვარგარეთ, მოხუცებს პამპერსებს ვუცვლით და ნეტავ რისი სუნი აგვდის-მეთქი. მოითხოვონ განათლების სამინისტროსგან მაღალი ხელფასი, ორჯერ რატომ გვახდევინებენ?! ხელფასს რომ იღებენ ისიც ჩემი ფულია – სახელმწიფო მე ვარ და ჩემნაირი მშობლები! სკოლაში რომ ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ბავშვი მათთან სახლში დაგვყავს  და მეორე ხელფასს ვუხდით. ერთი სიტყვით, ჩემი შვილი არც ერთ საგანში აღარ მოემზადება. 

ჩვენი სკოლის გარშემო რაც კი სახლებია, ყველა გაქირავებულია – მასწავლებლები ქირაობენ, რომ თავისივე მოსწავლეები მოამზადონ. ფაქტობრივად, ფასიანი სკოლებია გახსნილი. ყოველთვის ამზადებდნენ ბავშვებს, მაგრამ ასე მასობრივად არასოდეს ხდებოდა. ახლა ბევრ მასწავლებელს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, რადგან საატესტატო გამოცდებისთვის ვეღარ მოამზადებენ! ბატონი მინისტრი ყველაფერში მეთანხმება. როცა შევხვდი, მითხრა, გარანტიას გაძლევ, შენი ლილე საატესტატო გამოცდებს უპრობლემოდ ჩააბარებსო. მაშინ მუშაობდნენ ამ თემაზე და ზუსტად ვერ გავიგე რას გულისხმობდა. ფაქტია, სიტყვა შეასრულა. ჩემი ლილე კი არა, უკვე ყველა ჩააბარებს საატესტატო გამოცდებს. არ შეიძლება 12 წელი ბავშვი სკოლაში ატარო და ბოლოს ატესტატი აღარ მისცე. იმედი მაქვს, მე-12 კლასში ისე ასწავლიან საგნებს, რომ უმაღლესში თავისუფლად, მომზადების გარეშე ჩააბარონ. 

ეროვნულ გამოცდებშიც იგეგმება ცვლილებები და იმედი მაქვს, მე-12 კლასი ისეთი უფუნქციო აღარ იქნება, როგორიც დღეს არის. იმდენი საშუალება აქვს ჩვენს სახელმწიფოს, რომ უფუნქციო მე-12 კლასის მასწავლებლებს ტყუილად უხდის ფულს?! იშვიათი გამონაკლისის გარდა, არც ერთი მე-12 კლასელი სკოლაში არ დადის და მასწავლებლები ფულს მაინც იღებენ. მასწავლებელი, რომელიც არ ასწავლის, მაგრამ მკაცრად ითხოვს ცოდნას, ეს რისი, ჩემი ჯიბის ხარჯზე ხდება? გაჩუმებას არ ვაპირებ, რადგან თვეების განმავლობაში მონად ვიმუშავე ასეთი მასწავლებლების გამო.

რომელმა მასწავლებელმაც გამოცდა ჩააბარა, ძალიან კარგი ანაზღაურება აქვს. ჩააბარონ და აღარ იფიქრონ მშობლების გაფცქვნაზე. არ მინდა, ჩემს თუ თქვენს შვილებს ასწავლიდეს ის მასწავლებელი, რომელიც იმ საგანში ვერ აბარებს გამოცდას, რომელსაც თავად ასწავლის! 

„ამას ათიათასობით უდედოდ დარჩენილი შვილი წაიკითხავს და იტირებს“ - ემიგრანტი დედის ღია წერილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება