სიახლეები
სიახლეები

განათლების მინისტრი სკოლის პროგრამებიდან საზეპიროების სრულად ამოღებას გამორიცხავს
03-11-2016
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას, განცხადებით, სკოლის სამომავლო პროგრამებში მოსწავლეებისთვის საზეპირო დავალებები იქნება, თუმცა ის მნიშვნელოვნად შემცირდება.

მინისტრი პროგრამიდან საზეპიროების სრულად ამოღებას გამორიცხავს.

,,ჩვენთან არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ თუ მინისტრმა რაღაც თქვა, ერთი კაცი წყვეტს და ყველაფერი შეიცვლება. საზეპიროებთან დაკავშირებით, ცვლილებები არ იგეგმება. ჩემი მოსაზრება, რომ დაზეპირებაზე ორიენტირებულიდან უნდა გადავიდეთ აზროვნებაზე, მნიშვნელოვანი ცვლილებაა. გამოითქვა ასევე მოსაზრება, რომ დაზეპირება თურმე ავითარებს ტვინს. ამის ავტორს ეტყობა ტვინი ერთი მონოლითური რაღაც ჰგონია. მას მინდა ვუთხრა, რომ ტვინში არის რამდენიმე მიმართულება, ზოგი პასუხიმსგებელია დაზეპირებაზე, ზოგი – აზროვნებაზე. ძალიან გვინდა, რომ ჩვენი განათლების სისტემა პირველ რიგში, იმ ნაწილებს ავითარებდეს, რომელიც კრიტიკულ აზროვნებაზეა ორიენტირებული”, – განაცხადა ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრის თქმით, ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

,,სკოლებში საპროექტო სამუშაო გაჩნდა, რომელიც ადრე სულ არ იყო. დავალებას იღებენ მოსწავლეები, რომ ნებისმიერ თემაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვან და თავად მოიძიონ ინფორმაცია. ეს ორი მიდგომა – “შენი მოსაზრება გამოთქვი” და “აგერ წიგნში წერია და დაიზეპირე” სრულიად საპირისპიროა. ვეცდებით, საზეპიროები არ გავაქროთ, მაგრამ ნაკლები იყოს და მეტი იყოს სააზროვნო, საპროექტო, კრიტიკული სასწავლო მასალა სკოლის პროგრამებში”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

წყარო: pia.ge


''იქნებ ამიხსნათ რატომ უნდა იცოდეს მოსწავლემ საზეპიროები?'' - განათლების მინისტრმა საჯარო ლექცია ჩაატარა


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება