სიახლეები
რჩევები, ინტერვიუ

ბავშვები და ინტერნეტ საფრთხეები - სპეციალისტის რჩევები, როგორ დავიცვათ შვილები სახიფათო ინფორმაციისგან
18-09-2018
-
+


ტექნოლოგიურ განვითარებას თან უარყოფითი შედეგებიც სდევს. კიბერ სივრცის გაკონტროლება სულ უფრო ძნელი ხდება და ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა მშობლებისთვის, რომელთაც მცირეწლოვანი შვილების სახიფათო ინფორმაციისგან დაცვა სურთ.

ინტერნეტ საფრთხეებსა და მისგან თავის დაღწევის საშუალებებზე საქართველოში არასამთავრობო ორგანზიაცია „მწვანე ინტერნეტი“ მუშაობს. მისი აღმასრულებელი დირექტორი თინათინ ყირიმლიშვილი კი მშობლებს Etaloni.ge-ს საშუალებით მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხობს.

რა საფრთხეებს შეიცავს ინტერნეტი ბავშვებისთვის?

- ინტერნეტი თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების შედეგია. მას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. საქართველოში ინტერნეტმომხმარებელი ინფორმირებული არ არის, თუ რა საფრთხეები არსებობს ინტერნეტსივრცეში. განსაკუთრებით კი მშობლებმა არ იციან, თუ როგორ შეიძლება დაუზიანდეთ ფსიქიკა შვილებს, როგორ შეიძლება გახდნენ ისინი ინტერნეტდამოკიდებულები. 

ინტერნეტდამოკდიებულება 2-3 წლის ასაკიდან იწყება, როდესაც მშობლები შვილებს გასართობად ტელეფონებს ან პლანშეტებს აძლევენ. ინტერნეტდამოკდიებულებას იწვევს საბავშვო თამაშები, ვიდეოები, მულტფილმები, შემდგომში უკვე სოციალური ქსელები, ქსელური და აზარტული თამაშები და სხვ. 

- რა გამოვლინებები ახასიათებს ინტერნეტდამოკიდებულებას?

- ამ დროს ყურადსაღებია როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური პრობლემები. პირველ რიგში, ინტენერტ დამოკიდებულებით ზიანდება ბავშვების მხედველობა, უმოძრაობის შედეგია ხერხემალის, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, სიმსუქნე, ნერვიული სისტემის დაზიანება, ძილის დარღვევა, დეპრესია. მნიშვნელოვანია ის, რომ ინტერნეტ სივრცე ხშირად ბავშვების ფსიქიკასაც აზიანებს. სწორედ რომ თავისუფალი სივრცე, სადაც უსაზღვრო, გაუფილტრავი ინფორმაცია ინახება, ქმნის ყველაზე დიდ საფრთხეს. ბავშვებს არ შეუძლიათ დაახარისხონ მიწოდებული ინფორმაცია, ამიტომ ისინი ყველაფერს იღებენ და ამით იზიანებენ ფსიქიკას.

- კონკრეტულად, რა სახიფათო ინფორმაცია შეიძლება მიიღოს არასრულწლოვანმა ინტერნეტიდან? 

- აუცილებელია ვახსენოთ ძალადობა, პორნოგრაფია, ბავშვთა პორნოგრაფია, აზარტული თამაშები, ონლაინთამაშები (ქსელური თამაშები), ცრუ ინფორმაცია, ფორუმები და ჩათები, +18 კონტენტი და სხვ. სწორედ რომ ფსიქიკის დაზიანებას იწვევს აზარტული თამაშები, რომელზეც დღეს საქართველოში არასრულწლოვნებსაც მიუწვდებათ ხელი. ეს როგორც ფსიქიკური ტრამვა, ასევე ოჯახისთვის მატერიალური პრობლემის წარმოქმნის საკითხია. ბოლო პერიოდის ასევე აქტუალური პრობლემა, რაც მოზარდებში გვხდება, არის  ე.წ. კიბერბულინგი – მიზანმიმართული დევნა ინტერნეტში ერთი ან რამდენიმე შეთანხმებული პირის მიერ, მსხვერპლის დამცირების, ცილისწამების, შანტაჟის, დაშინების მიზნით. არსებობს ბევრი გზა იმისთვის, რომ არასრულწოვანმა კიბერბულინგისგან თავი დაიცვას; მაგალითად, ბავშვმა ინტერნეტში უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა არ უნდა დაამყაროს, მის მიმართ დაწყებული დევნის შესახებ მშობელს უნდა აცნობოს და ყველა ის საშუალება დაბლოკოს, რომლის მეშვეობითაც მასზე ძალადობენ. ასეთ დროს მშობლის ყურადღება ყველაზე მთავარია. მშობელი აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, რა გახდა ბავშვის უხასიათობის, უძილობის, დათრგუნვილობის, ჩაკეტილობის მიზეზი.

ასევე შეგვიძლია განვიხილოთ ფორუმები და „ჩათები“, მულტფილმები, რომლებიც საფრთხის შემცველია. მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს იმ მულტფილმების შინაარსი, რასაც მათი შვილები უყურებენ. ბოლო დროის პოპულარულ მულტფილმებში მომრავლებულია ძალადობა, შეურაცხყოფა, ბილწსიტყვაობა და ბოროტება მომხიბლავადაა წარმოდგენილი; +18 კონტენტი კი ხაზგასასმელად მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომლის აღმოფხვრაც არც ისე მარტივია. მშობლების უმეტესობამ, ალბათ, არც იცის, რომ მაშინაც კი, როცა მათი შვილები ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელში  (Youtube) ვიდეოებს უყურებენ, ხშირ შემთხვევაში შეთავაზებებს შორის ფანჯარა ჩნდება, რომელიც მაყურებელს უხამს, განსაკუთრებით ბავშვისთვის შეუფერებელ ვიდეორგოლს სთავაზობს წარწერით 18+, თითქოს გაფრთხილების მიზნით, რომ არასრულწლოვანებმა არ უყურონ, რეალურად კი ეს უფრო რეკლამის როლს თამაშობს და პროპაგანდას უწევს.

- რა ასაკიდან არის უსაფრთხო ინტერნეტთან თავისუფალი წვდომა, როგორია განვითარებული ქვეყნების გამოცდილება ამ მხრივ?

- დღევანდელ რეალობაში ინტერნეტთან მიმართებაში ასაკის განსაზღვრა არც ისე მარტივია. ფსიქოლოგების რჩევით, 3 წლამდე ბავშვებისთვის არ არის მიზანშეწონილი ინტერნეტის გამოყენება, არც მულტფილმების ყურება. 3 წლიდან კი ინტერნეტის გამოყენებას შემეცნებითი სახე უნდა ჰქონდეს. მშობლებმა აუცილებლად უნდა შეისწავლონ თუ რა ინფორმაციას ნახულობს ბავშვი ყოველდღიურად. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კვლევების მიხედვით 15-17 წლის მოზარდთა 80% აღიარებს, რომ ინტერნეტში სექსუალური ძალადობის სცენები არაერთხელ უნახავთ. 8-16 წლის ბავშვების 90% პორნოგრაფიულ ფილმებს იმ დროს უყურებდა, როცა სასკოლო დავალებებისთვის დამატებით ინფორმაციას ეძებდა. ამიტომ მნიშვნელოვანია მშობლებმა შვილები აუცილებლად აკონტროლონ და ასწავლონ როგორ გამოიყენონ ინტერნეტი უსაფრთხოდ. 

მნიშვნელოვანია განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა;მაგალითად, ამერიკაში, პენსილვანიის შტატში გაიხსნა საავადმყოფო ინტერნეტდამოკიდებულთა სამკურნალოდ. პაციენტებს 3 დღე-ღამის განმავლობაში კომპიუტერისა და ტელეფონის მოხმარება ეკრძალებათ. ვაშინგტონის შტატის დასახლება ფოლსიტიში ფუნქციონირებს ცენტრი, რომელშიც ბავშვებს ინტერნეტზე დამოკიდებულებას სპეციალური პროგრამით უხსნიან. ჩინეთში კი არსებობს სამხედრო ტიპის ცენტრები, სადაც თერაპევტები, ფსიქოლოგები და მწვრთნელები ინტერნეტდამოკიდებულ ბავშვებს ფიზიკური ვარჯიშებით, მკაცრი რეჟიმით და საუბრებით მკურნალობენ.

- როგორ უნდა გააკონტროლოს მშობელმა შვილი, თუ რა ინფორმაციაზე აქვს წვდომა მას ინტერნეტით?

- მშობელი რაღაც დონემდე მაინც ერკვეოდეს ინტერნეტის შესაძლებლობებში, აუცილებელია ცნობიერების ამაღლება ამ საკითხში. მშობელს უნდა შეეძლოს აუხსნას ბავშვს, როგორ დაიცვას თავი, რა არის მისთვის საფრთხის შემცველი. მუდმივად უნდა აკონტროლოს, რას ნახულობს ბავშვი, ვისთან აქვს ურთიერთობა; არ მისცეს მცირეწლოვანს ისეთი ტელეფონი, რომლითაც ის ინტერნეტში შესვლას შეძლებს. ჩვენ საქართველოს მასშტაბით ვატარებთ ტრენინგებს სკოლებში მშობლებისთვის და ბავშვებისთვის. სწორედ ამ ტრენიგნების მიზანია მშობლების და ბავშვების ცნობიერების ამაღლება ინტერნეტის შესახებ. ამასთან ერთად ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკებები ბრიტანულ კომპანიასთან, რომელიც გვთავაზობს ფილტრებს.ფილტრების მეშვეობით მშობლები შეძლებენ არა მხოლოდ იმ ინფორმაციის მიღებას, თუ რომელ ვებგვერდებს სტუმრობს ბავშვი ყველაზე ხშირად, არამედ არასასურველი ინფორმაციის შემცველ გვერდებს დაბლოკავს.

- თქვენი აზრით, რა ასაკიდან შეიძლება ბავშვს კონკრეტულ სოციალურ ქსელებში („ფეისბუქი“, „ინსტაგრამი“და სხვა) დარეგისტრირების უფლება მიეცეს და თუ მშობლის უარის მიუხედავად, მას მაინც სურს მათი გამოყენება, რა ხერხებს უნდა მიმართოს მშობელმა?

- თავად სოციალურ ქსელებს აქვთ განსაზღვრული, რომ პირი, რომელიც რეგისტრირდება,  აუცილებელია 13 წლის იყოს. ამავდროულად, მას სოციალური ქსელები კონკრეტულ შეზღუდვებს 18 წლამდე უწესებენ. თუ შვილს სურს სოციალური ქსელების გამოყენება, მაშინ მშობელმა უნდა აუხსნას ყველა შესაძლო საფრთხე, რაც ამ ქსელებიდან მომდინარეობს. ასევე, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია მშობელმა შვილს აცნობოს თუ რა არის პირადი ინფორმაცია  (მისამართი, ტელეფონი და ა.შ.) და მის  გაცემასთან დაკავშირებული საფრთხეები. ძალიან სამწუხაროა, რომ სკოლის პედაგოგები მოწაფეებს დავალებებს სოციალური ქსელების მეშვეობით აძლევენ, ანუ უბიძგებენ მოზარდებს, რომ სოციალური ქსელების ადმინისტრაცია მოატყუონ და მათ პირადი გვერდები მიუხედავად ასაკისა, მაინც შექმნან.

- როგორ უნდა მოახერხოს მშობელმა ინტერნეტთან წვდომა ბავშვს ისე შეუზღუდოს, რომ მისი უფლებებიც არ დაარღვიოს, მით უმეტეს, ფსიქოლოგიური სტრესი არ მიაყენოს?

- მშობელმა აუცილებლად უნდა ჰკითხოს შვილს აზრი. თუ მოზარდს სურს სოციალური ქსელებით ისაგებლოს, მშობელი უნდა ეცადოს აუხსნას რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ინტერნეტ სივრცის შეუზღუდავმა გამოყენებამ. აუცილებელია მშობლებმა გაითვალისწინონ, რომ აკრძალვა ვერ მოაგვარებს პრობლემას, აუცილებელია შვილს ავუხსნათ თუ რატომ ვეუბნებით უარს.

რა დრო უნდა გაატაროს მოზარდმა ინტერნეტთან?

- ამის განსაზღვრა რთულია, რადგან მოზარდები ინტერნეტს როგორც შემეცნებისთვის, ასევე გართობისთვის იყენებენ. ამიტომ მნიშვნელოვანია მშობელმა გამოიჩინოს მეტი ყურადღება, რისთვის იყენებს შვილი ინტერნეტ სივრცეს. ბავშვების კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია  ყურადღების გამახვილება ისეთ ფაქტორებზე, რომლებიც, როგორც ყველამ ვიცით, უფრო დიდ ზეგავლენას ახდენს ბავშვის ცხოვრებაზე, ვიდრე ეკრანთან გატარებული დრო. ეს ფაქტორებია ოჯახური მდგომარეობა, ვითარება სკოლაში, მეგობრები… ამ ყველაფრის გათვალისწინებით ციფრული ტექნოლოგიების ზომიერ და გონივრულ გამოყენებას ხელი მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ. მთავარია ზომიერების დაცვა, რათა ბავშვებმა შეძლონ ინტერნეტის დადებითი მხარეების აბსოლუტური გამოყენება.

- და ბოლოს, გახმაურებული „ლურჯი ვეშაპი“ - როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მისი შვილი სახიფათო ინტერნეტ თამაშშია ჩართული?

- უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ქსელური თამაშები, რომლებშიც ძალადობის სიმრავლეა. ბოლო დროის ყველაზე დიდი ტრაგედია სწორედ „ლურჯი ვეშაპია“, რომელსაც ძალიან ბევრი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. სწორედ ფილტრების მეშვეობით შეძლებენ მშობლები შვილების ცხოვრებაში იყვნენ ჩართულები და მსგავსი შემთხვევები არ გამორჩეთ. მოზარდებს, რომლებიც ჩართული არიან მსგავს თამაშებში, ხშირ შემთხვევაში დაზიანებები ფიზიკურად ეტყობათ. მაგალითად, დასერილი ხელები თუ ამოკაწრული ნიშნები. ხშირ შემთხვევაში მოზარდები თავს არიდებენ ოჯახის წევრებთან კონტაქტს, რაც შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ისინი რომელიმე ქსელურ თამაშში ან სექტაში არიან ჩართულები. ამ დროს ყურადღების გაძლიერება აუცილებელია. 

იხილეთ ასევე:

„მოზარდების თვითმკვლელობებს ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპთან“ კავშირი არ აქვს“ - კიბერდანაშაულის პრევენციის დეპარტამენტის უფროსი

სახიფათო ინტერნეტ თამაშის მსხვერპლი გოგონას დედა საზოგადოებას მიმართავს

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი სასიკვდილო ინტერნეტთამაშშია ჩართული? - კონკრეტული რეკომენდაციები მშობლებს ფსიქოლოგისგან


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება