მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლების შესახებ გადაღებული ფილმები ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ფენომენია, რომელსაც აქვს უნარი გავლენა მოახდინოს მაყურებელზე. დამეთანხმებით, რომ იმათ, ვისაც ერთხელ მაინც უნახავთ „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ ან „ჭკვიანი უილ ჰანტინგი“, ფილმის დასრულების შემდეგ სცენარის, მსახიობების თამაშის, განვითარებული მოვლენების გავლენას განიცდიან და საკუთარი თავის რწმენა უბრუნდებათ.
ამ თემაზე გადაღებული ფილმების უმრავლესობა კლასიკურ სცენარს ეყრდნობა - მასწავლებელი ცდილობს მოსწავლეს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს, დაუბრუნოს რწმენა და ცოდნისა და განათლების მიღების აუცილებლობაში დაარწმუნოს.
ამ მხრივ კინოსურათები გვეხმარება რეალური ფაქტები ოდნავ გაზვიადებული სახით წარმოგვიდგინოს და ის ურთიერთობა, რომელიც მასწავლებელსა და მოსწავლეს შორისაა გაკვეთილად გვიქციოს.
რა თქმა უნდა, არავინ დავობს რომ მასწავლებლების როლი ჩვენს ცხოვრებაში ძალიან დიდია და კინემატოგრაფმაც არაერთხელ დააფასა მათი ღვაწლი და შრომა.
etaloni.ge გთავაზობთ 10 ფილმს იდეალური მასწავლებლის შესახებ (სია პირობითია და შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ დაამატოთ ფილმები), რომლებსაც მოსწავლეებთან ერთად უნდა უყუროთ. ამით ისინი კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ თქვენ მათი მეგობარი ხართ, ის ადამიანი, რომლის იმედიც ყოველთვის უნდა ჰქონდეთ.
მონა ლიზას ღიმილი (Mona Lisa Smile) - ფილმი ისტორიის მასწავლებლის შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც 1953 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტი დაამთავრა, შეყვარებული ლოს-ანჯელესში დატოვა და მასაჩუსეტსის შტატში ქალთა კერძო ხელოვნების კოლეჯში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ახალ მასწავლებელს სტუდენტები არც თუ ისე თბილად ხვდებიან, თუმცა ის მათთან დამეგობრებას საკუთარი მეთოდებით მოახერხებს. ეს არაჩვეულებრივი ისტორიაა ჯულია რობერტსის მონაწილეობით, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს რამხელა მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის ფუნქციას, მათ აზრსა და გადაწყვეტილებებს ჩვენს ცხოვრებაზე.
თავისუფლების მწერლები (Freedom Writers) - ეს არის ის ფილმი, რომელიც მოსწავლეებმა პირველ რიგში უნდა ნახონ. სიუჟეტი რეალურ ამბავს ეფუძნება. ჰილარი სუონკის გმირი ახალგაზრდა მასწავლებელია, რომელიც მოსწავლეებს შთააგონებს, იყვნენ ტოლერანტები, იმუშაონ საკუთარ თავზე და სკოლის შემდეგაც განაგრძონ სწავლა.
ძვირფასი (Precious) - ფილმის სიუჟეტი 1987 წელს, ჰარლემში ვითარდება. 16 წლის კლერის ჯონსი, მეტსახელად „ძვირფასი“, აფროამერიკელი გოგოა, რომელიც მეორედ დააფეხმძიმა საკუთარმა მამამ, დედა კი სასტიკად ექცევა. „Precious“ საკმაოდ რთული, ემოციური და სევდიანი ფილმია, რომელიც შეგვახსენებს მოსწავლეების ცხოვრებაში მასწავლებლების როლს და კიდევ ერთხელ მიგვითითებს იმაზე, თუ როგორი აუცილებელია, მასწავლებელი მოსწავლის მეგობარი იყოს.
როგორც ვარსკვლავი დედამიწაზე (Like stars on Earth) - აამირ ხანის ფილმი ერთი მასწავლებლის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც სჯერა, რომ ყველა ბავშვი ნიჭიერია, თუ მას ინდივიდუალურად მიუდგები და საკუთარ თავს აპოვნინებ. ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟია 8 წლის იშანი, რომელსაც მშობლები დასჯიან და სკოლა-ინტერნატში გააგზავნიან. სწორედ აქედან იწყება მისი და მასწავლებლის საოცარი ურთიერთობა.
კლასი (The Class) - ფილმში მთელი სიუჟეტი ერთ სივრცეში - სკოლაში ვითარდება. „კლასი“ ერთგვარი დოკუმენტალისტიკაა, რომელიც მთელი სიცხადით გვიჩვენებს მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთობას, იმას, თუ როგორ შეიძლება მოვაგვაროთ პრობლემები, კონფლიქტები და დავამყაროთ კარგი ურთიერთობა კოლეგებთან.
მკვდარი პოეტების საზოგადოება (Dead Poets Society) - ესაა საკულტო ფილმი მასწავლებელზე, რომელიც მართლა ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი. ფილმი ინგლისური ლიტერატურის მასწავლებლის, პროფესორი კიტინგის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მოსწავლეებს საგნისადმი ინტერესს ორიგინალური მეთოდებით უღვივებს. მათი ურთიერთობა დროთა განმავლობაში ღრმავდება და ბევრად უფრო საინტერესო ხდება. მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეებს იცხოვრონ თითოეული დღით და იპოვნონ თავიანთი გზა ცხოვრებაში. (ფილმის ვრცელი რეცენზია იხილეთ აქ )
ჩანაცვლება (Detachment) - ფილმი კოლეჯის ადმინისტრაციის, სტუდენტებისა და მასწავლებლების ცხოვრებას ერთ-ერთი მასწავლებლის, ჰენრი ბართსის თვალით გვიჩვენებს. ის ემოციებისგან გადაღლილი მასწავლებელია, რომელმაც სკოლაში სხვა პედაგოგი ჩაანაცვლა. სკოლაში ჰენრის ცხოვრების მეგზური სამი ქალია, რომელთა დახმარებით ის ამ სასტიკ ცხოვრებაში მშვენიერების პოვნას ცდილობს. (ფილმის სრული რეცენზია იხილეთ აქ)
როკის სკოლა (School of Rock) - უამრავი ვალითა და დეპრესიით შეწუხებული ყოფილი მუსიკოსი კერძო სკოლაში იწყებს მასწავლებლად მუშაობას. მართალია, მის კარიერას ბოლო მოეღო, მაგრამ გონიერი ადამიანი ყოველთვის გამონახავს გამოსავალს რთული სიტუაციიდან და ეს ჯეკ ბლექის გმირისთვის, კერძო სკოლა აღმოჩნდა.
მდუმარენი (Silenced) - კორეული დრამა სმენადაქვეითებულთა სკოლის შესახებ მოგვითხრობს, სადაც მასწავლებლები მოსწავლეებზე დიდი ხნის მანძილზე ძალადობდნენ. ფილმი რეალურ ფაქტებს ეფუძნება და იმათ ვისაც აინტერესებთ მორალი, ღირებულებები, სამართალი, პროფესიული ეთიკა და სამართლიანობა, აუცილებლად უნდა ნახონ. ფილმი გვიჩვენებს, თუ როგორი მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები და პროფესიული ეთიკა და როგორ იბრძოდნენ მასწავლებლები მოსწავლეების დარღვეული უფლებებისა და სამართლიანობისთვის.
ჭკვიანი უილ ჰანტინგი (Good Will Hunting) - ფილმი ნიჭიერ, მაგრამ საკუთარი თავის ძიებაში დაკარგულ მათემატიკოსზე მოგვითხრობს. ის მუდმივად გაურბის საკუთარ მეგობრებსა და ოჯახს, არ სურს ადამიანებთან ურთიერთობა და ნელ-ნელა სოციოპათად ყალიბდება. სწორედ მაშინ ჩნდება მის ცხოვრებაში ადამიანი, ფსიქიატრი შონ მაგუაირი. ის ახალგაზრდა მათემატიკოსს საჭირო კითხვებზე პასუხობს და უილის ცხოვრების მასწავლებლად გვევლინება.
იხილეთ ასევე:
ფილმები სკოლის მოსწავლეებისთვის
ფილმები მოზარდებზე, რომლებიც მშობლებმა აუცილებლად უნდა ნახონ
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა